ჭილაძე თამაზ
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Tamaz chiladze.PNG|thumb|თამაზ ჭილაძე]] | [[ფაილი:Tamaz chiladze.PNG|thumb|თამაზ ჭილაძე]] | ||
| − | ''' | + | '''თამაზ ჭილაძე''' – (დ. 5 მარტი, 1931, სიღნაღი — გ. 28 სექტემბერი, 2018, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი (1965-1974) „საპატიო ნიშნის“ და ღირსების, შრომის წითელი დროშის ორდენების კავალერი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1992). |
| + | |||
| + | დაიბადა 1931 წლის 5 მარტს სიღნაღში, 1946 წლამდე [[ბათუმი|ბათუმში]] ცხოვრობდა, 1946 წლიდან — [[თბილისი|თბილისში]]. | ||
| + | 1954 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს — ასპირანტურა უახლესი ქართული ლიტერატურის განხრით, სხვადასხვა დროს მსახურობდა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში, თეატრალურ ინსტიტუტში, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორად, ერთ ხანს არჩეული იყო მწერალთა კავშირის გამგეობის მდივნად. | ||
| + | |||
| + | 1982 წელს დააარსა ახალგაზრდა დრამტურგთა ბიჭვინთის სემინარი. | ||
| + | |||
| + | შეადგინა და გამოსცა 1991 წელს „ქართული კლასიკური დრამატურგიის ანთოლოგია“. | ||
| + | |||
| + | 1956 წელს გამოსცა პირველი წიგნი „ლექსები“, ამას მოჰყვა ლექსების კრებულები: „ღია სარკმელი“, „მზის საათი“, „ივლისი“, | ||
| + | „მახსოვრობა“. | ||
| + | |||
| + | 1961 წელს ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა თ. ჭილაძის პირველი პროზაული ნაწარმოები „გასეირნება პონის ეტლით“. გამოქვეყნებული აქვს მრავალი [[მოთხრობა]] და [[რომანი]]. მათ შორის: „შუადღე“, „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?“, „მდგმურები“, „ჩამავალი მზის სხივი“, „კაქტუსის ბაღი“… | ||
| + | |||
| + | 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა თ. ჭილაძის პირველი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]] „აქვარიუმი“. ჩვენმა თეატრებმა სხვადასხვა დროს წარმოადგინეს მისი პიესები: „მკვლელობა“, „დავიწყებული ამბავი“, „თავფარავნელის ბალადა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, „ჩიტების ბაზარი“, „ელისაბედ, ელისაბედ“, „ნახვის დღე“, „ნოეს კიდობანი“… | ||
| + | |||
| + | თამაზ ჭილაძის ნაწარმოებთა მიხედვით დადგმულია ბევრი რადიო თუ ტელესპექტაკლი. მწერალს გამოქვეყნებული აქვს | ||
| + | [[ესე]]ები და ლიტერატურული ნარკვევები, მათ შორის: „გალაკტიონ ტაბიძე“, „იაკობ ცურტაველის შუშანიკის წამება“, „ვარდის | ||
| + | ფურცლობის ნიშანი“, „ალექსანდრე ყაზბეგი“, „აკაკი წერეთლის პოეზია“, „წინასწარმეტყველი“ ([[ილია ჭავჭავაძე]]), „კენჭი“ | ||
| + | (კაფკა), „ტოლსტოის გაკვეთილები“, „თეატრი — ჩვენი სიყვარული“, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, „დავით კაკაბაძე“, „იაკობ ნიკოლაძე“, „დიდი კომედიოგრაფი“… | ||
| + | |||
| + | თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. | ||
| + | |||
| + | 1992 წელს თამაზ ჭილაძეს ოთხი პიესისათვის, რომლებიც შესულია მის წიგნში „ჩიტების ბაზარი“ („ელისაბედ, ელისაბედ“, „ჩიტების ბაზარი“, „ნახვის დღე“, „ნოეს კიდობანი“) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| ხაზი 32: | ხაზი 34: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები]] | ||
| + | [[კატეგორია:აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | [[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | ||
| + | [[კატეგორია:თბილისის საპატიო მოქალაქეები]] | ||
[[კატეგორია:ჭილაძეები]] | [[კატეგორია:ჭილაძეები]] | ||
11:30, 22 აგვისტო 2025-ის ვერსია
თამაზ ჭილაძე – (დ. 5 მარტი, 1931, სიღნაღი — გ. 28 სექტემბერი, 2018, თბილისი), ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი (1965-1974) „საპატიო ნიშნის“ და ღირსების, შრომის წითელი დროშის ორდენების კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992).
დაიბადა 1931 წლის 5 მარტს სიღნაღში, 1946 წლამდე ბათუმში ცხოვრობდა, 1946 წლიდან — თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს — ასპირანტურა უახლესი ქართული ლიტერატურის განხრით, სხვადასხვა დროს მსახურობდა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში, თეატრალურ ინსტიტუტში, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორად, ერთ ხანს არჩეული იყო მწერალთა კავშირის გამგეობის მდივნად.
1982 წელს დააარსა ახალგაზრდა დრამტურგთა ბიჭვინთის სემინარი.
შეადგინა და გამოსცა 1991 წელს „ქართული კლასიკური დრამატურგიის ანთოლოგია“.
1956 წელს გამოსცა პირველი წიგნი „ლექსები“, ამას მოჰყვა ლექსების კრებულები: „ღია სარკმელი“, „მზის საათი“, „ივლისი“, „მახსოვრობა“.
1961 წელს ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა თ. ჭილაძის პირველი პროზაული ნაწარმოები „გასეირნება პონის ეტლით“. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მოთხრობა და რომანი. მათ შორის: „შუადღე“, „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?“, „მდგმურები“, „ჩამავალი მზის სხივი“, „კაქტუსის ბაღი“…
1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა თ. ჭილაძის პირველი პიესა „აქვარიუმი“. ჩვენმა თეატრებმა სხვადასხვა დროს წარმოადგინეს მისი პიესები: „მკვლელობა“, „დავიწყებული ამბავი“, „თავფარავნელის ბალადა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, „ჩიტების ბაზარი“, „ელისაბედ, ელისაბედ“, „ნახვის დღე“, „ნოეს კიდობანი“…
თამაზ ჭილაძის ნაწარმოებთა მიხედვით დადგმულია ბევრი რადიო თუ ტელესპექტაკლი. მწერალს გამოქვეყნებული აქვს ესეები და ლიტერატურული ნარკვევები, მათ შორის: „გალაკტიონ ტაბიძე“, „იაკობ ცურტაველის შუშანიკის წამება“, „ვარდის ფურცლობის ნიშანი“, „ალექსანდრე ყაზბეგი“, „აკაკი წერეთლის პოეზია“, „წინასწარმეტყველი“ (ილია ჭავჭავაძე), „კენჭი“ (კაფკა), „ტოლსტოის გაკვეთილები“, „თეატრი — ჩვენი სიყვარული“, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, „დავით კაკაბაძე“, „იაკობ ნიკოლაძე“, „დიდი კომედიოგრაფი“…
თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე.
1992 წელს თამაზ ჭილაძეს ოთხი პიესისათვის, რომლებიც შესულია მის წიგნში „ჩიტების ბაზარი“ („ელისაბედ, ელისაბედ“, „ჩიტების ბაზარი“, „ნახვის დღე“, „ნოეს კიდობანი“) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.