აბაზგია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''აბაზგია''' - ისტორიულ კოლხიდაში, სოხუმსა და მდინარე კოდორს შორის აბაზგებით დასახლებული ტერიტორია, რომელიც მოგვიანებით აბაზგიის სამთავროდ ჩამოყალიბდა. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ეკავა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია. | '''აბაზგია''' - ისტორიულ კოლხიდაში, სოხუმსა და მდინარე კოდორს შორის აბაზგებით დასახლებული ტერიტორია, რომელიც მოგვიანებით აბაზგიის სამთავროდ ჩამოყალიბდა. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ეკავა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია. | ||
| − | II–I საუკუნეში აქ წარმოიქმნა აბაზგების სამთავრო, რომელმაც VI– VII საუკუნეში ჩრდილოეთით გადაინაცვლა მდინარე გუმისთასა და ბზიფს შუა. აბაზგიაში ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო: ჩრდილოეთით ბიჭვინთა, სამხრეთით ანაკოფია. აბაზგია თავდაპირველად ეგრისის სამეფოში შედიოდა. VI ს. შუა წლებიდან ბიზანტიას დაემორჩილა, მაგრამ აბაზგები დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ, ამ დროისათვის აბაზგიაში უკვე მიმდინარეობდა ფეოდალიზაციის პროცესი. VIII ს. აბაზგია და აფსილეთი ერთ სამთავროდ გაერთიანდა. | + | II–I საუკუნეში აქ წარმოიქმნა აბაზგების სამთავრო, რომელმაც VI– VII საუკუნეში ჩრდილოეთით გადაინაცვლა მდინარე გუმისთასა და ბზიფს შუა. აბაზგიაში ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო: ჩრდილოეთით ბიჭვინთა, სამხრეთით ანაკოფია. აბაზგია თავდაპირველად ეგრისის სამეფოში შედიოდა. VI ს. შუა წლებიდან ბიზანტიას დაემორჩილა, მაგრამ [[აბაზგები]] დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ, ამ დროისათვის აბაზგიაში უკვე მიმდინარეობდა ფეოდალიზაციის პროცესი. VIII ს. აბაზგია და აფსილეთი ერთ სამთავროდ გაერთიანდა. |
აბაზგიის მთავარს ქართული წყაროები უწოდებენ აფხაზთა მთავარს ან [[აფხაზთა ერისთავი|აფხაზთა ერისთავს]]. VII ს. II ნახ. აბაზგიის მთავარმა, [[ლეონ I (აფხაზეთი)|ლეონ I]]-მა, გააერთიანა ეგრის-აბაზგია (ეგრის-აფხაზეთი), ხოლო მისი ძმისშვილი ლევან II გათავისუფლდა ბიზანტიის იმპერიის ვასალობისგან, გააერთიანა დასავლეთ საქართველო ლიხის ქედამდე და აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო. [[პროკოპი კესარიელი]]ს ცნობით, აბაზგები იმპერატორმა იუსტინიანე I-მა გააქრისტიანა. | აბაზგიის მთავარს ქართული წყაროები უწოდებენ აფხაზთა მთავარს ან [[აფხაზთა ერისთავი|აფხაზთა ერისთავს]]. VII ს. II ნახ. აბაზგიის მთავარმა, [[ლეონ I (აფხაზეთი)|ლეონ I]]-მა, გააერთიანა ეგრის-აბაზგია (ეგრის-აფხაზეთი), ხოლო მისი ძმისშვილი ლევან II გათავისუფლდა ბიზანტიის იმპერიის ვასალობისგან, გააერთიანა დასავლეთ საქართველო ლიხის ქედამდე და აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო. [[პროკოპი კესარიელი]]ს ცნობით, აბაზგები იმპერატორმა იუსტინიანე I-მა გააქრისტიანა. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:20, 19 სექტემბერი 2025 მდგომარეობით
აბაზგია - ისტორიულ კოლხიდაში, სოხუმსა და მდინარე კოდორს შორის აბაზგებით დასახლებული ტერიტორია, რომელიც მოგვიანებით აბაზგიის სამთავროდ ჩამოყალიბდა. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ეკავა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია.
II–I საუკუნეში აქ წარმოიქმნა აბაზგების სამთავრო, რომელმაც VI– VII საუკუნეში ჩრდილოეთით გადაინაცვლა მდინარე გუმისთასა და ბზიფს შუა. აბაზგიაში ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო: ჩრდილოეთით ბიჭვინთა, სამხრეთით ანაკოფია. აბაზგია თავდაპირველად ეგრისის სამეფოში შედიოდა. VI ს. შუა წლებიდან ბიზანტიას დაემორჩილა, მაგრამ აბაზგები დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ, ამ დროისათვის აბაზგიაში უკვე მიმდინარეობდა ფეოდალიზაციის პროცესი. VIII ს. აბაზგია და აფსილეთი ერთ სამთავროდ გაერთიანდა.
აბაზგიის მთავარს ქართული წყაროები უწოდებენ აფხაზთა მთავარს ან აფხაზთა ერისთავს. VII ს. II ნახ. აბაზგიის მთავარმა, ლეონ I-მა, გააერთიანა ეგრის-აბაზგია (ეგრის-აფხაზეთი), ხოლო მისი ძმისშვილი ლევან II გათავისუფლდა ბიზანტიის იმპერიის ვასალობისგან, გააერთიანა დასავლეთ საქართველო ლიხის ქედამდე და აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო. პროკოპი კესარიელის ცნობით, აბაზგები იმპერატორმა იუსტინიანე I-მა გააქრისტიანა.
აბაზგიის საეკლესიო-იერარქიული მოწყობის საკითხთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. პირველი თვალსაზრისით, აბაზგიის ეპარქია მთლიანად, ცენტრით სებასტოპოლისში, როგორც ნახევრად დამოუკიდებელი საეკლესიო სტრუქტურა, ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ამ დებულების საბუთად მეცნიერთა ნაწილს (ს. ყაუხჩიშვილი, ზ. ანჩაბაძე, ნ. ლომოური, ბ. კუდავა, ბ. ხორავა, ბ. დიასამიძე) მოჰყავს კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შემავალ ეპარქიათა ნუსხები (ნოტიციები), სადაც დასახელებულია სებასტოპოლისის ავტოკეფალი მთავარეპისკოპოსი. სებასტოპოლისის (სებასტოპოლი, სებასტუპოლი) სამთავარეპისკოპოსო დასახელებულია ოთხ ნოტიციაში. აქედან ორ ნოტიციაში (VI და VIII) ის შეყვანილია „ამასიის ეპარქიაში“, ხოლო ორში (I და VII) – „აბაზგიის ეპარქიაში“. ს. ყაუხჩიშვილმა და შემდეგდროინდელმა მეცნიერებმა სიტყვა „ამასიის“ არსებობა ორ ნოტიციაში შეცდომად მიიჩნიეს, გაასწორეს „აბაზგიად“ და, აქედან გამომდინარე, ქ. სებასტოპოლისის მღვდელმთავარი ბიზანტიის ეკლესიას დაუქვემდებარეს.
მეორე ვარაუდით, ოთხივე ნოტიციაში უნდა ყოფილიყო სახელწოდება „ამასია“, რპმელმაც გვიანდელ რედაქციებში (XVII-XVIII სს.) შეცდომით მიიღო სახე – „აბაზგია“. ამ თვალსაზრისით, კონსტანტინოპოლის კათედრას დაქვემდებარებული ქ. სებასტოპოლისის ავტოკეფალი მთავარეპიკოპოსი იყო ამასიის რეგიონში მდებარე ქ. სებასტოპოლისის მღვდელმთავარი და მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა აბაზგია-აფხაზეთთან, რომელიც იმთავითვე ქართული ეკლესიის სამწყსოს წარმოადგენდა (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე). ნოტიციებში დასახელებულ ქ. სებასტოპოლისს, რომელიც ამასიასთან ახლოს მდებარეობდა, რიზე-ათინის რეგიონში მოიაზრებდნენ ნ. ადონცი და პ. ინგოროყვაც.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ანანია (ჯაფარიძე) მიტრ.
- პროკოპიკესარიელი, წგ.: გეორგიკა, ბიზანტიელ ავტორთა ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965;
- Notitiae Episcopatuum Ecclesiae Constantinopolitanae. Texte critique, introduction et notes par Jean Darrouzès, A. A. Institut Français d'Études Byzantines. Paris, 1981., აბაზგიის ეპარქია, თბ., 2012;
- დიასამიძე ბ., ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (I-X სს.). ბათ., 2001;
- კუდავა ბ., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში (VI-IX სს.), საისტ. ალმანახი „კლიო“, 2002, # 15;
- Aнчабадзе З. В., Из истории cpenHeBeRoBo Afxa3MM (VI-XVII BB.), CyX., 1959.