ორდერი (არქიტექტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ორდერი''' − (ლათ. ordo - მწირივი), [[კაპიტელი]]სა და [[ანტაბლემანი|ანტაბლემანის]] პროპორციებისა და მორთულობების ცნობილი სისტემა.  
+
'''ორდერი''' − (ლათ. ordo - მწირივი), ბერძნული არქაიკის პერიოდში ჩამოყალიბდა ერთგვარი არქიტექტურული სისტემა, რომელსაც. მოგვიანებით ძველმა რომაელებმა ორდერი უწოდეს. „Ordo“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს წესს, რიგს. არქიტექტურული ორდერის სისტემა გულისხმობს ნაგებობის ცალკეული ნაწილების გარკვეული წესის მიხედვით დაკავშირებას, შენობის მზიდი და საზიდი ელემენტების გარკვეულ პროპორციულ
 +
ურთიერთშეთანხმებას.
 +
 
 +
ბერძნული ტაძარი საგანგებოდ ნაგებ საფუძველზე − სტერეობატზე იდგა; მის მზიდ ელემენტს, ანუ იმ არქიტექტურულ ნაწილს, რომელსაც ეყრდნობოდა [[გადახურვა]], წარმოადგენდა [[სვეტი]] (და არა [[კედელი]]). ხოლო საზიდს კი − [[ანტაბლემენტი]] და ორქანობა [[სახურავი]]. ამ ნაწილთა განსხვავებული პროპორციული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არქაულ საბერძნეთში თავდაპირველად ორი ორდერი ჩამოყალიბდა − დორიული და იონიური.
 +
 
 +
დორიული ორდერი ძვ.წ. VII ს-ის დასაწყისში მატერიკული საბერძნეთის ერთ-ერთ პროვინციაში, დორიაში წარმოიშვა. მის ჩამოყალიბებაში, როგორც ჩანს, გარკვეული როლი შეასრულა როგორც თვით საბერძნეთის ადგილობრივმა, ასევე, კრეტა-მიკენის ხუროთმოძღვრების ტრადიციებმა.
 +
 
 +
იონიური ორდერი კი ძვ.წ. VI ს-ის შუა ხანებში იონიაში, საბერძნეთის მცირეაზიურ სანაპიროზე შეიქმნა. იგი უფრო მეტად იყო დაკავშირებული მცირეაზიური ხუროთმოძღვრების ტრადიციებთან.
 +
 
 +
მოგვიანებით, ძვ.წ. V ს-ის II ნახევარში, წარმოიშვა კიდევ ერთი, კორინთული ორდერი, რომელიც იონიურს უახლოვდება, მაგრამ თავისი სიმსუბუქითა და პროპორციების აზიდულობით იონიურზე უფრო დახვეწილი და მოხდენილია. მისი კალათისებური ფორმის [[კაპიტელი]] მდიდრულადაა დეკორირებული მცენარეული ორნამენტებით.
 +
 
 +
არსებობდა კიდევ ერთი – ეოლიური ორდერი, რომელიც მცირე აზიაში წარმოიშვა, მაგრამ ნაკლებად იყო გავრცელებული. ძვ.წ. VII ს-ით დათარიღებული ეოლიური ორდერის მხოლოდ რამდენიმე ნიმუში შემოგვრჩა ნეანდრიაში, ლარისაში, კუნძულ ლესბოსზე. მისთვის დამახასიათებელი იყო ბაზისზე მდგარი წვრილი, გლუვი სვეტი და მცენარეული მოტივებით უხვად შემკული დიდი [[ვოლუტი|ვოლუტებიანი]] კაპიტელი.
 +
 
  
  
ხაზი 9: ხაზი 21:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[ხელოვნებია ისტორია]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 15:35, 16 ოქტომბერი 2025 მდგომარეობით

ორდერი − (ლათ. ordo - მწირივი), ბერძნული არქაიკის პერიოდში ჩამოყალიბდა ერთგვარი არქიტექტურული სისტემა, რომელსაც. მოგვიანებით ძველმა რომაელებმა ორდერი უწოდეს. „Ordo“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს წესს, რიგს. არქიტექტურული ორდერის სისტემა გულისხმობს ნაგებობის ცალკეული ნაწილების გარკვეული წესის მიხედვით დაკავშირებას, შენობის მზიდი და საზიდი ელემენტების გარკვეულ პროპორციულ ურთიერთშეთანხმებას.

ბერძნული ტაძარი საგანგებოდ ნაგებ საფუძველზე − სტერეობატზე იდგა; მის მზიდ ელემენტს, ანუ იმ არქიტექტურულ ნაწილს, რომელსაც ეყრდნობოდა გადახურვა, წარმოადგენდა სვეტი (და არა კედელი). ხოლო საზიდს კი − ანტაბლემენტი და ორქანობა სახურავი. ამ ნაწილთა განსხვავებული პროპორციული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არქაულ საბერძნეთში თავდაპირველად ორი ორდერი ჩამოყალიბდა − დორიული და იონიური.

დორიული ორდერი ძვ.წ. VII ს-ის დასაწყისში მატერიკული საბერძნეთის ერთ-ერთ პროვინციაში, დორიაში წარმოიშვა. მის ჩამოყალიბებაში, როგორც ჩანს, გარკვეული როლი შეასრულა როგორც თვით საბერძნეთის ადგილობრივმა, ასევე, კრეტა-მიკენის ხუროთმოძღვრების ტრადიციებმა.

იონიური ორდერი კი ძვ.წ. VI ს-ის შუა ხანებში იონიაში, საბერძნეთის მცირეაზიურ სანაპიროზე შეიქმნა. იგი უფრო მეტად იყო დაკავშირებული მცირეაზიური ხუროთმოძღვრების ტრადიციებთან.

მოგვიანებით, ძვ.წ. V ს-ის II ნახევარში, წარმოიშვა კიდევ ერთი, კორინთული ორდერი, რომელიც იონიურს უახლოვდება, მაგრამ თავისი სიმსუბუქითა და პროპორციების აზიდულობით იონიურზე უფრო დახვეწილი და მოხდენილია. მისი კალათისებური ფორმის კაპიტელი მდიდრულადაა დეკორირებული მცენარეული ორნამენტებით.

არსებობდა კიდევ ერთი – ეოლიური ორდერი, რომელიც მცირე აზიაში წარმოიშვა, მაგრამ ნაკლებად იყო გავრცელებული. ძვ.წ. VII ს-ით დათარიღებული ეოლიური ორდერის მხოლოდ რამდენიმე ნიმუში შემოგვრჩა ნეანდრიაში, ლარისაში, კუნძულ ლესბოსზე. მისთვის დამახასიათებელი იყო ბაზისზე მდგარი წვრილი, გლუვი სვეტი და მცენარეული მოტივებით უხვად შემკული დიდი ვოლუტებიანი კაპიტელი.




[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

არქიტექტურული ორდერი

[რედაქტირება] წყარო

ხელოვნებია ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები