აპოლოდორ დამასკელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 15: ხაზი 15:
 
ნიშანდობლივია აპოლოდორ დამასკელის აღსასრული. იმპერატორმა ადრიანემ, რომლის კარზე განაგრძობდა მოღვაწეობას დიდი ხუროთმოძღვარი, არ აპატია აპოლოდორს მის მიერ დაპროექტებული ვენერასა და რომას ტაძრის გეგმის გაკრიტიკება და დიდი ხუროთმოძღვარი თავისი უკომპრომისობისა და პირდაპირობის მსხვერპლი გახდა. იმპერატორთან [[კონფლიქტი]] მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.  
 
ნიშანდობლივია აპოლოდორ დამასკელის აღსასრული. იმპერატორმა ადრიანემ, რომლის კარზე განაგრძობდა მოღვაწეობას დიდი ხუროთმოძღვარი, არ აპატია აპოლოდორს მის მიერ დაპროექტებული ვენერასა და რომას ტაძრის გეგმის გაკრიტიკება და დიდი ხუროთმოძღვარი თავისი უკომპრომისობისა და პირდაპირობის მსხვერპლი გახდა. იმპერატორთან [[კონფლიქტი]] მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.  
  
 
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98#.E1.83.98.E1.83.9B.E1.83.9E.E1.83.94.E1.83.A0.E1.83.90.E1.83.A2.E1.83.9D.E1.83.A0_.E1.83.A2.E1.83.A0.E1.83.90.E1.83.98.E1.83.90.E1.83.9C.E1.83.94.E1.83.A1_.E1.83.A4.E1.83.9D.E1.83.A0.E1.83.A3.E1.83.9B.E1.83.98 იმპერატორ ტრაიანეს ფორუმი]
 
== წყარო==
 
== წყარო==
 
[[შედევრები და საუკუნეები]]
 
[[შედევრები და საუკუნეები]]

13:53, 6 ნოემბერი 2025-ის ვერსია

აპოლოდორ დამასკელი

აპოლოდორ დამასკელი − II საუკუნის ინჟინერი, არქიტექტორი და მოქანდაკე. აპოლოდორე დაიბადა რომის იმპერიის სირიის ქალაქ დამასკოში.

აპოლოდორი საიმპერატორო კარის ოფიციალური ხუროთმოძღვარი იყო. იგი იყო ფართოდ განათლებული პიროვნება, რომელსაც სამხედრო-საინჟინრო საქმიანობაც ხელეწიფებოდა და იმპერატორისაგან მრავალგვარ დავალებასა და შეკვეთას იღებდა, აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, იგი თეორიულ ნაშრომებსაც წერდა. მას ეკუთვნის ორი ტრაქტატი: დუნაიზე ხიდის მშენებლობისა და საალყო მანქანების შესახებ. პირველ ნაშრომში აპოლოდორმა განაზოგადა დუნაიზე ხიდის მშენებლობის თავისი გამოცდილება. მეორეში კი დაამუშავა საალყო მანქანების შექმნის პრაქტიკული საკითხები.

არ შეიძლება არ ვახსენოთ მსოფლიო სამშენებლო ხელოვნებაში დიდად მნიშვნელოვანი ნაგებობა – 104-105 წლებში დუნაიზე აგებული ხიდი, რომლის სიგრძე 1070 მეტრს უდრიდა. აპოლოდორის ეს ღირსშესანიშნავი ქმნილება აღარ არსებობს, მაგრამ იგი დარჩა ისტორიაში, როგორც საინჟინრო ნაგებობის გამორჩეული ნიმუში. ამ ხიდის გამოსახულება შეგვიძლია ვიხილოთ ტრაიანეს სვეტზე მოთავსებულ რელიეფზე. ოც მძლავრ ქვის ბურჯზე დაყრდნობილი სამმაგი ხის თაღები იკავებდა ამ გრანდიოზული ხიდის კონსტრუქციებს.

აპოლოდორ დამასკელის დიდი ხიდის გამოსახულება ტრაიანეს სვეტის რელიეფზე

აპოლოდორ დამასკელის უდიდესი დამსახურებაა რომის ყველაზე დიდებული და ბრწყინვალე ფორუმის – ტრაიანეს ფორუმის აგება. მშენებლობა 107-113 წლებში მიმდინარეობდა.

აპოლოდორ დამასკელისთვის ფორუმი წარმოადგენდა სხვადასხვა ხასიათისა და დანიშნულების შენობებისა და მოედნების მწყობრ სისტემას, რომელსაც საფუძვლად ედო სიმეტრიისა და პროპორციული შეფარდებების კანონი. სატრიუმფო თაღი, ბაზილიკა, ტაძარი, ექსედრები, ბიბლიოთეკები, მონუმენტური ქანდაკება და ბოლოს სატრიუმფო სვეტი. ასეთი იყო ხუროთმოძღვრის გენიალური ჩანაფიქრით გაერთიანებული არქიტექტურულ თემათა მარვალგვარობა. ყველა სხვა ფორუმზე მეტად აქ წინ იყო წამოწეული იმპერატორის ტრიუმფის იდეა. მას ეძღვნებოდა ყველაფერი სატრიუმფო თაღიდან მოყოლებული, ტრაიანეს სვეტით დამთავრებული. ასეთი ხასიათი ფორუმმა მიიღო იმპერატორის ძალაუფლების ზრდასთან ერთად. თუ ადრეულ ფორუმებზე არქიტექტურულ ანსამბლში მნიშვნელვოან როლს თამაშობდა ტაძარი, დროთა განმავლობაში იგი ბაზილიკამ შეცვალა. იმპერატორის უსაზღვრო ძალაუფლება თითქოს მეტოქეობას უწევდა ღმერთებს, იმპერატორის კულტი თანდათან მეტოქეობას უწევდა ღვთაებათა კულტს.

აპოლოდორ დამასკელის მოღვაწეობა მხოლოდ აღნიშნული ძეგლებით როდი შემოიფარგლება. მისი შემოქმედება იშვიათი მაგალითია იმისა, რომ ხელოვანის შესახებ მსჯელობა შეიძლება არა ცალკეული ნაწარმოების, არამედ ნაწარმოებთა ჯგუფის მიხედვით, როდესაც შეიძლება თვალი გავადევნოთ მის მოღვაწეობას რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. მას მოუხდა ცხოვრება და მუშაობა ორი იმპერატორის – ტრაიანესა და მისი მემკვიდრის ადრიანეს (117-138 წწ.) დროს. მის სახელთანაა დაკავშირებული ნავსადგურის აგება ანკონაში და იქვე სატრიუმფო თაღის აღმართვა (115 წ.), თაღის აგება ბენევენტში, ცირკისა რომში, ოდეონის (სიმღერისათვის განკუთვნილი ნაგებობა) და თერმების აშენება. მკვლევართა ნაწილი აპოლოდორ დამასკელს მიაკუთვნებს რომაული არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლის პანთეონის აგებასაც (115-125 წწ.).

ნიშანდობლივია აპოლოდორ დამასკელის აღსასრული. იმპერატორმა ადრიანემ, რომლის კარზე განაგრძობდა მოღვაწეობას დიდი ხუროთმოძღვარი, არ აპატია აპოლოდორს მის მიერ დაპროექტებული ვენერასა და რომას ტაძრის გეგმის გაკრიტიკება და დიდი ხუროთმოძღვარი თავისი უკომპრომისობისა და პირდაპირობის მსხვერპლი გახდა. იმპერატორთან კონფლიქტი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

იხილე აგრეთვე

იმპერატორ ტრაიანეს ფორუმი

წყარო

შედევრები და საუკუნეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები