სოფელ ბელოთის ფოხალას ციხე
(ახალი გვერდი: ფოხალას ციხის გეგმა '''სოფელ ბელოთის ფოხალ...) |
10:34, 25 ნოემბერი 2025-ის ვერსია
სოფელ ბელოთის ფოხალას ციხე - გვიანი შუა საუკუნეები - ფოხალას ციხე იდგა მთის ვიწრო თხემზე. გალავნის შემორჩენილი ფრაგმენტებით დგინდება, რომ ციხე სიგრძით 100 მეტრს აღწევდა, ხოლო სიგანით 5-6 მეტრს. კედლებში ჩართული იყო კოშკი. ერთი მათგანი იდგა მთის ყველაზე მაღალ წერტილზე, ხოლო დანარჩენი ორი სამხრეთ კედლის შუა ნაწილში. ამ ორი კოშკიდან მხოლოდ ერთია ნაწილობრივ შემორჩენილი. ცილინდრული კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე. ქვა ნაცრისფერია. კოშკი სამსართულიანია. პირველი სართული გეგმით წრიულია, მეორე და მესამე სართულები თითქმის კვადრატულია, აქედან მესამე სართულის კუთხეები წაკვეთილია. მეორე და მესამე სართულებს ციხის ეზოდან დამოუკიდებელი შესასვლელები აქვს. შესასვლელები გაჭრილია სამხრეთით. მეორე სართულის ჩრდილოეთის კედელში მოწყობილია თაღოვანი ბუხარი. ბუხრის ორივე მხარეს სარკმლებია მოთავსებული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში წყვილი სწორკუთხა ნიშაა. მესამე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია დამრეცი - სათოფურები. სამხრეთ კედელში მოთავსებულია ორი დიდი სარკმელი. აღმოსავლეთ კედლის ცენტრში ღრმა, სწორკუთხა ნიშა. ნიშის ორივე მხარეს მოწყობილია სათოფურები; სათოფურებია აგრეთვე კედლების კუთხეებში. სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. შემორჩენილია ხის კოჭები და მათი ბუდეები.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა