ვართანოვი ოჰანეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან]]
 
[[სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან]]
 
[[კატეგორია: სომეხი გენერლები]]
 
[[კატეგორია: სომეხი გენერლები]]
[[კატეგორია:ვართნოვები]]
+
[[კატეგორია:ვართანოვები]]

მიმდინარე ცვლილება 11:38, 11 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ოჰანეს ვართანოვი

ოჰანეს მისაკის ძე ვართანოვი – (23.01.1923-22.09.2019), სომეხი ინჟინერ-გენერალ-ლეიტენანტი (1984).

დაიბადა ტფილისში. 1941 წელს დაამთავრა ბუინაქსკის ქვეითი სასწავლებელი და 1955 წელს სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია. საბჭოთა ჯარში მსახურობდა 1939 წლიდან. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის (1941-1945) წლების დიდ სამამულო ომში. ომი დაამთავრა მე-2 უკრაინის ფრონტის, 141-ე მსროლელი დივიზიის, საავტომობილო სამსახურის უფროსად.

1980-1984 წლებში მსახურობდა ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (საბჭოთა ჯარების შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტში), თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობაში. დაკავებული იყო, როგორც მე-40 არმიის, ისე ავღანეთის არმიის საავტომობილო ტექნიკის რემონტის ორგანიზაციის საკითხებით.

1984-1986 წლებში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი საავტომობილო სამმართველოს უფროსის მოადგილედ – მთავარი ტექნიკური სამმართველოს მთავარ ინჟინრად.

1986 წლის სექტემბერში გავიდა თადარიგში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო 2 წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის I ხარ.(1985), შრომის წითელი დროშის, 2 საპატიო ნიშნის, საპატიო ორდენით (რუსეთის ფედერაცია), ბულგარეთის ორდენით 9 სექტემბერი (მახვილებით).

[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები