სოფელ ხეითის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან '''სოფელ ხეითის ღვთი...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:59, 23 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ხეითის ღვთისმშობლის ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები - ეკლესია დგას ბუტიაანთ უბანში. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე. ფასადებისათვის და კარ-სარკმლისათვის გამოყენებულია მოღვინისფრო თლილი ქვის კვადრები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდი, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით თაღოვანი, ხოლო სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ორსაფეხურიანი სოლეაა. კანკელი მოხატულია. ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები ორსაფეხურიან პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა. კონქი და კამარა გადაყვანილია ხის [[არმატურით]], რომელიც შემდეგ შელესილია ბათქაშით. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და სამხრეთის თაღოვანი და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთი სარკმელი ნაოთხალია. იატაკი ამოვსებულია მიწით. მსგავსი ორნამენტული მოტივი აღმოსავლეთი სარკმლის ქვედა ნაწილშიც არის. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს. თაღი მორთულია ორნამენტით. ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ძეგლი დაზიანებულია.




[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები