სოფელ ქალეთის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ეკლესიის გეგმა '''სოფელ ქალეთის ღვთისმშობლის ...)
 

მიმდინარე ცვლილება 10:38, 16 იანვარი 2026 მდგომარეობით

ეკლესიის გეგმა

სოფელ ქალეთის ღვთისმშობლის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, ნაგები სხვადასხვა ზომის უხეშად თლილი ქვიშაქვის კვადრებით. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია წვრილი ქვაც. გეგმით ნაგებობა სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. აბსიდის და კედლების სიმაღლე დაახლოებით 2-3 მეტრს აღწევს. ძლიერი დაზიანების გამო სარკმლები არ იკითხება. სამხრეთი შესასვლელის მხოლოდ მარცხენა წირთხლია შემორჩენილი. ინტერიერში და ძეგლის გარშემო ყრია დიდი ზომის ჩამონაშალი ქვები.




[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები