სოფელ წნელისის კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: საერთო ხედი '''სოფელ წნელისის კოშკი''' - [[კოშ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:25, 20 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ წნელისის კოშკი - კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფლეთილი ქვით. ოთხსართულიანი კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. პირველ სართულზე მიწის დონე აწეულია და გადახურვის კოჭების ბუდეებამდე აღწევს. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა კარია გაჭრილი კარი - ნაოთხალია. სამხრეთ კედელში მოწყობლია ბუხარი. სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში სათოფურებია გაჭრილი ასეთივე სათოფურებია მესამე სართულის ოთხივე კედელში. მეოთხე სართულის დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. მეოთხე სართულის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. სარკმლის წირთხლები დაზიანებულია.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა