სოფელ წორბისის ნაკრძალის ტერიტორია
(ახალი გვერდი: საკურთხევლის კედლის ფრაგმენტი '''სოფელ...) |
მიმდინარე ცვლილება 17:29, 20 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ წორბისის ნაკრძალის ტერიტორია, ეკლესია (ნანგრევი) - ადრე შუა საუკუნეები - ეკლესია ნაგებია ნაცრისფერი თლილი ქვით. კონსტრუქციული ნაწილებისათვის გამოყენებულია აგური. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი; სარკმლის ძირში აგურით ნაშენი ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის ჩრდილოეთით წყვილი ნიშია მოთავსებული. სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში კრონშტეინია შემორჩენილი. აბსიდის სარკმლის მარჯვენა, ქვედა კუთხეში ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის გრძივი კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთის კედელზე პილასტრის მცირე ფრაგმენტი იკითხება. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია. შესასვლელი შეინიშნება. არ ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, 10 მეტრის მოშორებით დევს დიდი ზომის მოჩუქურთმებული კაპიტელი. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა