სოფელ ედისას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ეკლესიის გეგმა '''სოფელ ედისას ეკლესია''' - [[ეკლე...)
 

მიმდინარე ცვლილება 10:21, 21 იანვარი 2026 მდგომარეობით

ეკლესიის გეგმა

სოფელ ედისას ეკლესია - ეკლესია ნაგებია სხვადასხვა სახისა და ზომის ქვით. გამოყენებულია ტუფი და შირიმი. გეგმით ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთით შვერილი,წახნაგოვანი აბსიდი აქვს. ეკლესიის შიდა გეგმა გარე მასებშია განმეორებული. რვაწახნაგა გუმბათის ყელი ჯვრის მკლავების გადამკვეთ კუთხეებს ეყრდნობოდა. ინტერიერი განათებულია ჯვრის ოთხივე მკლავში და გუმბათის ოთხ წახნაგში დატანებული სარკმლებით. ფასადები სადაა, კედლების მძიმე ფორმებს არავითარი დეკორატიული აქცენტები არ გააჩნა. ეკლესიას სამივე მკლავში დატანებული აქვს ფართო კარი. ჩრდილოეთით და სამხრეთით კარს ორივე მხრიდან კედლის ნახევარპილასტრი აუყვება. ძეგლი დაზიანებულია, ჩამოქცეულია გუმბათის გადახურვა კედლებზე და სახურავზე ამოსულია ხე-მცენარეები.



[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები