სოფელ სინაგურის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: დასავლეთ ფასადი '''სოფელ სინაგურის წმინდა გ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:36, 21 იანვარი 2026 მდგომარეობით

დასავლეთ ფასადი

სოფელ სინაგურის წმინდა გიორგის ეკლესია - გარდამავალი ხანა - სოფ.სინაგურში დგას დიდი ზომის დარბაზული ეკლესია თანადროული სამხრეთ-დასავლეთი მინაშენით. სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში კედლის პილასტრისა და თაღის ფრაგმენტებია შემორჩენილი. სამხრეთი მინაშენი აღმოსავლეთიდან დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. მინაშენი თითქმის დანგრეულია. კედლები შემორჩენილია 1,5-2,5 მ სიმაღლეზე, დასავლეთი მინაშენი კი ფრაგმენტულად. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე 8-10 მ. სიმაღლისაა. დიდი ზომის თლილი ქვით ნაგები ეკლესიაზე სოფლის მოსახლეობას ჩაუტარებია სარემონტო სამუშაოები, რამაც ძეგლს დაუკარგა თავდაპირველი სახე.


[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები