შამაიების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შამაიების გვარი''' – Chalcalburnus Berg 1932 '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლასი:'''...)

23:52, 21 იანვარი 2026-ის ვერსია

შამაიების გვარი – Chalcalburnus Berg 1932

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი

თევზებიის გვარი კობრისებრთა ოჯახიდან. ქვედა ყბა წინ წამოშვერილია. ლაყუჩთა აპკები თვალის უკანა კიდის ვერტიკალის უკან არიან მიმაგრებული, ხახის კბილები ორმწკრივია, ოდნავ დაკბილული ან არა, ჩვეულებრივ, 2,5-5,2, ზოგჯერ 2,5-4,2, 1,5-5,2 და სხვ.

რამდენიმე სახეა გავრცელებული შავი, კასპიისა და არალის ზღვის აუზებში, ვანის ტბაში, ტიგროსისა და ევფრატის აუზებში და სამხრეთ ირანში.

საქართველოს ფარგლებში მოიპოვება: შამაიას სახე (ანუ კასპიის შამაია) და ბათუმის შამაია, რომელიც ქვესახეა. პირველი მათგანი, კასპიის შამაია, გამსვლელი თევზია, ბათუმის შამაია მდინარის მკვიდრი მობინადრეა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები