ლოქოების ოჯახი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლოქოსებრნი“ გადაიტანა გვერდზე „ლოქოების ოჯახი“ გადამისამართ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[საქართველოს თევზების სარკვევი]] | [[საქართველოს თევზების სარკვევი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: თევზების ოჯახი ]] |
[[კატეგორია: თევზები]] | [[კატეგორია: თევზები]] | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
[[კატეგორია: ლოქოსებრნი]] | [[კატეგორია: ლოქოსებრნი]] | ||
[[კატეგორია: ლოქო]] | [[კატეგორია: ლოქო]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:23, 8 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ლოქოების ოჯახი − Siluridea
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ლოქოსნაირნი
ოჯახი: ლოქოსებრნი
თევზების ოჯახი ლოქოსნაირთა რიგისა. ამ ოჯახის წარმომადგენლებს ნამდვილი ქერცლი არ უვითარდებათ და უმრავლესობის კანი ტიტველია. სხეული წაგრძელებული ფორმისაა. ლაყუჩის აპკები ლაყუჩთშორის მანძილთან დაკავშირებული არ არის, თავისუფალია. ზურგის ფარფლი თუ აქვს, პატარა ზომისაა და უქიცვო. ცხიმოვანი ფარფლი არა აქეს. ანალური ფარფლი მეტად გრძელია, ის კუდის ფარფლთან ბოლოვდება ან მასში გადადის. მუცლის ფარფლებში 13-15 სხივია, კბილები ყბებზე და ხშირად სასაზედაც აქვს განლაგებული. წინა და უკანა ნესტოები ერთიმეორისაგან შორი მანძილითაა დაშორებული. ზედა ყბაზე ულვაშები ყოველთვის აქვს, ზოგჯერ ქვედა ყბაზე 1-2 წყვილი ულვაშია. სმენის ძვლები საცურავ ბუშტთან ვებერის აპარატითაა დაკავშირებული. საცურავი ბუშტი დიდი და თავისუფალია.
[რედაქტირება] გავრცელება
ევროპისა და აზიის მტკნარი წყლის თევზებია, რომლებიც ჩრდილოეთ ყინულოვან ზღვაში არ მოიპოვებიან. სულ 8 გვარია. საბჭოთა კავშირში გავრცელებულია ორი გვარი, ხოლო საქართველოში მარტო ერთი გვარია: Silurus L.