ქაოსი
(ახალი გვერდი: '''ქაოსი''' – ''(ბერძნ.)'' უკიდეგანო და ბნელი სივრცე, რომელიც სამყა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:კოსმოგონიური მითები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:30, 3 ივლისი 2017 მდგომარეობით
ქაოსი – (ბერძნ.) უკიდეგანო და ბნელი სივრცე, რომელიც სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ზოგი მითოგრაფოსის აზრით, ქაოსი იყო შეუცნობელი ფორმის ღვთაებრივი არსება. უმრავლესობის რწმენით კი, ქაოსი წარმოადგენდა შემოქმედებითი ძალებით ავსებულ მოუწესრიგებელ მასას – მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ნაერთს. მომავალი სამყაროს ყველა ჩანასახით ავსებული ამ სივრციდან თავდაპირველად იშვა გეა–ფართომკერდიანი დედამიწა. ტარტაროსი – მიწისქვეშეთი. ეროსი – სიყვარული. ერებოსი – წყვდიადი და ნიქსი – ღამე.
ერებოსი და ნიქსი სიყვარულით შეერთდნენ და გააჩინეს ეთერი – მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე და ჰემერა – დღე.
შემდეგ გეამ შვა ურანოსი – ზეცა, რომელმაც ყოველი მხრიდან დაფარა იგი, მაღალი მთები და პონტოსი – ზღვა.
ორფიკოსთა მოძღვრების თანახმად, ქაოსი მარადიული დროის, ქრონოსის ნაშიერია. ეს იყო ბნელი ნისლი, რომელმაც დროთა განმავლობაში კვერცხის ფორმა მიიღო. შემდეგ იგი ორად გაიყო. ერთი ნაწილი ცად გარდაისახა, მეორე კი დედამიწად.
თანამედროვე გაგებით ქაოსი უწესრიგობას, არეულობას ნიშნავს.