კლასიკური ლიბერალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კლასიკური ლიბერალიზმი''' − კლასიკურ [[ლიბერალიზმი|ლიბერალი...)
 
(წყარო)
 
ხაზი 4: ხაზი 4:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[პოლიტიკა]]
+
* [[პოლიტიკა (Politics)|პოლიტიკა]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ლიბერალიზმის მიმართულებები]]
 
[[კატეგორია:ლიბერალიზმის მიმართულებები]]

მიმდინარე ცვლილება 15:21, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

კლასიკური ლიბერალიზმი − კლასიკურ ლიბერალიზმს უკიდურესი ინდივიდუალიზმი ახასიათებს: ამ ტრადიციის მიხედვით, ადამიანები ეგოისტურნი არიან, მათ მხოლოდ პირადი მიზნები ამოძრავებთ და უმთავრესად, საკუთარ თავს არიან დანდობილნი. ამგვარ შეხედულებას ქ. ბ. მაკფერსონმა „მესაკუთრის ინდივიდუალიზმს“ უწოდა, როცა პიროვნება არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს არც საზოგადოების, არც სხვა ადამიანების წინაშე და თავადვეა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. საზოგადოების ამგვარ ატომისტურ ხედვას „უარყოფითი“ თავისუფლების გაგება განაპირობებს — როდესაც პიროვნებისათვის „მის საქმეში ცხვირის ჩაყოფა“ თუ ნებისმიერი სახის შეზღუდვა — დაუშვებელია. იგულისხმება, რომ იგი უკიდურესად მტრულადაა განწყობილი სახელმწიფოს მიმართ და ხელისუფლების მხრიდან ჩარევა ლამის ავადმყოფურად აღიზიანებს.

ტომ პეინის (Tom Paine) თქმით, სახელმწიფო — „აუცილებელი ბოროტებაა“, და აუცილებელია იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში გარკვეულ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და „თამაშის დადგენილი წესების“ შესრულებას უზრუნველყოფს; ბოროტებაა კი იმდენად, რამდენადაც საზოგადოებას კოლექტიურ ნებას ახვევს თავს, რითაც ყოველი ცალკეული პიროვნების თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას ზღუდავს. კლასიკური ლიბერალიზმის იდეალი მინიმალური, ე.წ. „გუშაგი“ სახელმწიფოა და მისი უმთავრესი საქმე — ნებისმიერი მოქალაქის სხვა თანამოქალაქეთაგან დაცვაა.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები