დიადუმენოსი (ქანდაკება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ანტიკური საბერძნეთი]]  
+
[[ანტიკური საბერძნეთი (ხელოვნების ისტორია)|ანტიკური საბერძნეთი]]  
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]  
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]  
 
[[კატეგორია:ძველბერძნული ქანდაკება]]
 
[[კატეგორია:ძველბერძნული ქანდაკება]]
 
[[კატეგორია:პოლიკლეტე]]
 
[[კატეგორია:პოლიკლეტე]]

მიმდინარე ცვლილება 15:47, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

„დიადუმენოსი“, პოლიკლეტეს ქანდაკების რომაული ასლი, ათენის ნაციონალური რქეოლოგიური მუზეუმი

დიადუმენოსი – (გამარჯვებულის გვირგვინით [ლენტით] თავშემკული), ძველი ბერძენი მოქანდაკის პოლიკლეტოსის ქანდაკება რომელიც ჩვენთვის ცნობილია მარმარილოს რომაული ასლით.

ჭაბუკია წარმოდგენილი კონტრაპოსტით, რომელიც თავზე გამარჯვებულის ლენტს იკრავს. ქანდაკებაში, რომელიც „დორიფოროსზე“ ოდნავ გვიანაა შექმნილი (დაახლოებით ძვ.წ. 420-410 წწ.), ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიკლეტოსის შემოქმედებაში, ძირითადი პრინციპების მდგრადობის მიუხედავად გარკვეული ცვლილებები ხდება. ფიგურის პროპორცია აშკარად უფრო წაგრძელებულია, ვიდრე ეს „დორიფოროსის“ შემთხვევაში იყო, ფიგურა მთლიანობაში უფრო მსუბუქია, მისი სილუეტი კი ბევრად უფრო მოქნილი და მოხდენილია, აქედან გამომდინარე კი ოდნავ შეცვლილია საერთო შთაბეჭდილებაც. პოლიკლეტოსის ადრეული ქანდაკებისათვის დამახასიათებელ ჰეროიზმს „დიადუმენოსში“ გარკვეულწილად სახის ერთგვარი ლირიკულობა ჩაენაცვლება.




[რედაქტირება] წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები