კურილიის კუნძულები
(ახალი გვერდი: '''კურილიის კუნძულები''' – კუნძულთა არქიპელაგი გადაჭიმულია ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | + | '''კურილიის კუნძულები''' – კუნძულთა [[არქიპელაგი]] გადაჭიმულია კამჩატკიდან კუნძულ ჰოკაიდომდე წყნარი ოკეანისა და ოხოტის ზღვის საზღვარზე, დაახლოებით 1200კმ-ზე. მისი ბუნების ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს ზომიერი განედების სამხრეთ ნახევარში და თანამედროვე გეოსინკლინში მდებარეობა და კუნძულოვანი განვითარება. არქიპელაგი შედგება 30 დიდი და მრავალრიცხოვანი წვრილი კუნძულისაგან, რომლებიც წარმოადგენენ ორი ვრცელი წყალქვეშა ქედის მწვერეალებს. ყეელაზე დიდი კუნძულებიდან აღსანიშნავია იტურუპი, ურუპი, კუნაშირი, პარამუშირი და სხვ. კუნძულებზე 100-ე მეტი ვულკანიდან 39 მოქმედია. რელიეფი მთიანია. მთების საშუალო სიმაღლე შეადგენს 800-1000მ. უმალლესი წერტილი მდებარეობს ვულკან ალაიდზე (2339მ) კუნძულები ერთმანეთისაგან გამოყოფილია მცირე სიღრმის მრავალრიცხოვანი სრუტეებით. | |
წყალქვეშა ქედებს, რომელთა მწვერვალებსაც კუნძულები წარმოადგენენ, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს | წყალქვეშა ქედებს, რომელთა მწვერვალებსაც კუნძულები წარმოადგენენ, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს | ||
ოხოტის ზღვისა და წყნარი ოკეანის ღრმაწყლიანი ღარტაფები. | ოხოტის ზღვისა და წყნარი ოკეანის ღრმაწყლიანი ღარტაფები. | ||
| − | + | დიდ კუნძულებზე რელიეფის ფორმებიდან აღსანიშნავია მაღალი ბორიცვიანი ვაკეები, რომლებიც წარმოადგენენ ზღვის ძველ ტერასებს. | |
===== ჰავა ===== | ===== ჰავა ===== | ||
22:44, 20 აპრილი 2026-ის ვერსია
კურილიის კუნძულები – კუნძულთა არქიპელაგი გადაჭიმულია კამჩატკიდან კუნძულ ჰოკაიდომდე წყნარი ოკეანისა და ოხოტის ზღვის საზღვარზე, დაახლოებით 1200კმ-ზე. მისი ბუნების ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს ზომიერი განედების სამხრეთ ნახევარში და თანამედროვე გეოსინკლინში მდებარეობა და კუნძულოვანი განვითარება. არქიპელაგი შედგება 30 დიდი და მრავალრიცხოვანი წვრილი კუნძულისაგან, რომლებიც წარმოადგენენ ორი ვრცელი წყალქვეშა ქედის მწვერეალებს. ყეელაზე დიდი კუნძულებიდან აღსანიშნავია იტურუპი, ურუპი, კუნაშირი, პარამუშირი და სხვ. კუნძულებზე 100-ე მეტი ვულკანიდან 39 მოქმედია. რელიეფი მთიანია. მთების საშუალო სიმაღლე შეადგენს 800-1000მ. უმალლესი წერტილი მდებარეობს ვულკან ალაიდზე (2339მ) კუნძულები ერთმანეთისაგან გამოყოფილია მცირე სიღრმის მრავალრიცხოვანი სრუტეებით.
წყალქვეშა ქედებს, რომელთა მწვერვალებსაც კუნძულები წარმოადგენენ, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ოხოტის ზღვისა და წყნარი ოკეანის ღრმაწყლიანი ღარტაფები.
დიდ კუნძულებზე რელიეფის ფორმებიდან აღსანიშნავია მაღალი ბორიცვიანი ვაკეები, რომლებიც წარმოადგენენ ზღვის ძველ ტერასებს.
ჰავა
მუსონურ-ზღვიურია, ნორმალურზე უფრო ცივი (მინუს 7- 8) ზამთრით და გრილი (პლუს 10-16°) ზაფხულით. ნალექები საკმაოდ უხვად მოდის (1000 მმ-მდე, ქარპირა კალთებზე უფრო მეტიც) და სეზონების მიხედვით შედარებით თანაბრად არის განაწილებული. ჰავაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კურილიის ცივი დინება და ცივწყლიანი ოხოტის ზღვა. უმეტესად ნისლიანი და ღრუბლიანი ამინდებია. ზამთრის ამინდები ყალიბდება აზიის ანტიციკლონის გავლენით.
ხშირია შტორმული ქარები, განსაკუთრებით ზაფხულში, რაც ზოგჯერ დაკავშირებულია სამხრეთიდან ტაიფუნის შემოჭრასთან.
კუნძულები დასერილია ხშირი და მოკლე მდინარეთა ეროზიული ხეობებით, წყალდიდობა ზაფხულშია, ზამთარში მდინარეები ჩვეულებრივ იყინებიან მხოლოდ ვაკე უბნებში.
ტბები უმეტესად ვულკანური წარმოშობისაა (კრატერული და დაგუბებული). მდინარეების და ტბების წყალი მეტწილად ძლიერ მინერალიზებულია, რის გამოც მტკნარი წყლის მარაგი კუნძულებზე შეზღუდულია.
მფლორა და ფაუნა
კუნძულები დიდ მანძილზეა გადაჭიმული განედურად, რის გამოც ამავე მიმართულებით იქმნება ორგანული სამყაროს და მთლიანად ბუნებრივი ლანდშაფტების ნაირგვარობა. ჩრდილოეთ კუნძულებზე ტყე-ტუნდრის ლანდშაფტი დომინირებს (მიწაზე განრთხმული ქონდარა ფიჭვი, მურყნის და ცირცვლის რაყებით). შუა ნაწილზე გავრცელებულია არყის პარკული რაყები, ხოლო მდინარეთა ხეობებში და ზღვისპირა ვაკეებზე – დაჭაობებული მდელოები, მთების მწვერვალები დაფარულია ქვანაყრებით, სამხრეთ კუნძულებზე გავრცელებულია წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები. ქვედა ზონაში მთავარი ტყეშემქმნელი ჯიშებია მუხა, ნეკერჩხალი, ურთხელი, უფრო მაღლა – კურილიის ლარიქსი, სახალინის ნაძვი და სოჭი, ხშირ ქვეტყეს ქმნის კურილიის ბამბუკი. უკიდურეს სამხრეთის ტყეები შემოსილია ხშირი ლიანებით ქვეტყეში მარადმწვანე ბუჩქებია. ხარობს მარადმწეანე ხეებიც, განსაკუთრებით მაგნოლია. აღნიშნული ტყეების ქვეშ განვითარებულია კორდიან-ეწერი და მთის ეწერი ნიადაგები, ხეობებში და ვაკეებზე გავრცელებულია ნაირბალახოვანი მდელოს მცენარეულობა კორდიან ნიადაგებზე.
ცხოველთა სამყაროში ხმელეთის ბინადრები მცირე რაოდენობითაა, მცირერიცხოვანია ხერხემლიანები, ჩლიქოსნები სრულებით არ გვხვდება.
ბინადრობს შაეი და მურა დათვი, სიასამური, იშვიათად (კუნაშირზე) – კურდღელი, ყარაყუმი, ბურუნდუკი. კუნძულებზე ბევრგან შემოგვრჩა მელა, ზოგან ყარსაღი, ლემინგი, მინდვრის თაგვი.
ცხოველთა რესურსების უმთავრეს სიმდიდრეს შეადგენს ზღვის ძუძემწოერები (ვეშაჰპისნაირები), რომლებიც ბინადრობენ კუნძულების გარშემო. საკმაოდ მდიდარია ფრინველთა ფაუნა. ზაფხულობით კუნძულები ხვდება ფრინველთა (იხვების, ბატების, გედების და სხვ.) ინტენსიური გადაფრენის ტრასაზე.
კუნძულების მთაეარი სიმდიდრე თევზია, აგრეთვე ძვირფასბეწვიანი ნადირი (ზღვის თახვი, ზღვის კატა და სხვ.)