ალექსიშვილი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მარჯვნივ '''ალექსიშვილი ოთარ იასონის ძე''' (...)

12:42, 4 ივნისი 2026-ის ვერსია

Otar aleqsiSvili.png

ალექსიშვილი ოთარ იასონის ძე (30 მარტი, 1914 – 6 სექტემბერი, 19741) – რეჟისორ-დამდგმელი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახ. თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1934). მუშაობდა მოსკოვის მეიერხოლდის თეატრის რეჟისორად (1933-1936), სამხატვრო თეატრში (1936-1940), გორის სახელმწიფო თეატრში (1940-1944); ხაშურის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და დირექტორად (1944-1946). ხაშურის თეატრში შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ნიჭიერი კოლექტივი და პირველი წარმოდგენებისთანავე საერთო ყურადღება მიიპყრო.

ებოძა მედალი „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941–1945 წწ.“ და სიგელები საშეფო მუშაობისათვის.

წყარო:
1. საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი
2. ჟღენტი, ბ. თეატრალური სეზონის შედეგი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1945. – № 29/82.

იხილე აგრეთვე

1. ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები