თესპიდი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''თესპიდი'''– (ბერძ. Θέσπις, ძვ. წ. VI საუკუნე), ძველი ბერძენი პოეტი და დრამატურგი. | '''თესპიდი'''– (ბერძ. Θέσπις, ძვ. წ. VI საუკუნე), ძველი ბერძენი პოეტი და დრამატურგი. | ||
| − | სვიდას ლექსიკონიდან ვიცით, რომ თესპიდი მეგარას მოსაზღვრედ მდებარე იკარიის (ატიკური) დემიდან იყო. მას მიეწერება არქაული, ბერძნული [[ტრაგედია|ტრაგედიის]] შექმნა. მან მნიშვნელოვანი | + | სვიდას ლექსიკონიდან ვიცით, რომ თესპიდი მეგარას მოსაზღვრედ მდებარე იკარიის (ატიკური) დემიდან იყო. მას მიეწერება არქაული, ბერძნული [[ტრაგედია|ტრაგედიის]] შექმნა. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა [[დითირამბი|დითირამბში]] ამ უბრალო, მარტივი ქოროს საგალობელში თესპიდს მსახიობი გამოჰყავს და ქმნის ტრაგიკულ მოქმედებას. ამით იგი საფუძველს უდებს პრიმიტიულ ტრაგედიას. დიოგენე-ლაერტელი გვაუწყებს, რომ თესპიდამდე დრამატული მოქმედების შესრულება მარტოოდენ ქოროს ეკისრებოდა და რომ პირველად თესპიდმა გამოიყვანა ტრაგედიაში ერთი მსახიობი. ტრაგედიას ცვლილება მხოლოდ მაშინ დაეტყო, როდესაც თესპიდმა ქოროს მსახიობი მიუმატა ე. ი. როდესაც ლირიკულ ელემენტს დრამატიულიც დაერთო. ამ დროიდან მოყოლებული ტრაგედია არა მხოლოდ სასიმღერო, არამედ რეჩიტატიული ხასიათის პარტიებსაც შეიცავდა, ე. ი. ქოროს სიმღერებს და მსახიობთა სიტყვებს, აგრეთვე მსახიობთა და ქოროს გაბაასებას. მაგრამ, მიუხედავად მსახიობის როლის შეტანისა, [[ესქილე]]ს დრომდე სიტყვას სიმღერა სჭარბობდა, ლირიკული ელემენტის თანდათანობითი შემცირება მხოლოდ ესქილეს ტრაგედიებით იწყება. |
„პაროსის ქრონიკაში“ აღნიშნულია, რომ ძვ. წ. 535-533 წ. თესპიდის პირველი წარმოდგენა შედგა. ამასვე ადასტურებს ორატორი თემისტი რომელიც [[არისტოტელე]]ს იმოწმებს და გადმოგვცემს შემდეგს: „პირველად გუნდი მაყურებელთა წინაშე ასრულებდა ღმერთების სადიდებელ საგალობელს, თესპიდმა კი შემოიღო პროლოგი და თხრობა“. | „პაროსის ქრონიკაში“ აღნიშნულია, რომ ძვ. წ. 535-533 წ. თესპიდის პირველი წარმოდგენა შედგა. ამასვე ადასტურებს ორატორი თემისტი რომელიც [[არისტოტელე]]ს იმოწმებს და გადმოგვცემს შემდეგს: „პირველად გუნდი მაყურებელთა წინაშე ასრულებდა ღმერთების სადიდებელ საგალობელს, თესპიდმა კი შემოიღო პროლოგი და თხრობა“. | ||
14:49, 12 ივნისი 2026-ის ვერსია
თესპიდი– (ბერძ. Θέσπις, ძვ. წ. VI საუკუნე), ძველი ბერძენი პოეტი და დრამატურგი.
სვიდას ლექსიკონიდან ვიცით, რომ თესპიდი მეგარას მოსაზღვრედ მდებარე იკარიის (ატიკური) დემიდან იყო. მას მიეწერება არქაული, ბერძნული ტრაგედიის შექმნა. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა დითირამბში ამ უბრალო, მარტივი ქოროს საგალობელში თესპიდს მსახიობი გამოჰყავს და ქმნის ტრაგიკულ მოქმედებას. ამით იგი საფუძველს უდებს პრიმიტიულ ტრაგედიას. დიოგენე-ლაერტელი გვაუწყებს, რომ თესპიდამდე დრამატული მოქმედების შესრულება მარტოოდენ ქოროს ეკისრებოდა და რომ პირველად თესპიდმა გამოიყვანა ტრაგედიაში ერთი მსახიობი. ტრაგედიას ცვლილება მხოლოდ მაშინ დაეტყო, როდესაც თესპიდმა ქოროს მსახიობი მიუმატა ე. ი. როდესაც ლირიკულ ელემენტს დრამატიულიც დაერთო. ამ დროიდან მოყოლებული ტრაგედია არა მხოლოდ სასიმღერო, არამედ რეჩიტატიული ხასიათის პარტიებსაც შეიცავდა, ე. ი. ქოროს სიმღერებს და მსახიობთა სიტყვებს, აგრეთვე მსახიობთა და ქოროს გაბაასებას. მაგრამ, მიუხედავად მსახიობის როლის შეტანისა, ესქილეს დრომდე სიტყვას სიმღერა სჭარბობდა, ლირიკული ელემენტის თანდათანობითი შემცირება მხოლოდ ესქილეს ტრაგედიებით იწყება.
„პაროსის ქრონიკაში“ აღნიშნულია, რომ ძვ. წ. 535-533 წ. თესპიდის პირველი წარმოდგენა შედგა. ამასვე ადასტურებს ორატორი თემისტი რომელიც არისტოტელეს იმოწმებს და გადმოგვცემს შემდეგს: „პირველად გუნდი მაყურებელთა წინაშე ასრულებდა ღმერთების სადიდებელ საგალობელს, თესპიდმა კი შემოიღო პროლოგი და თხრობა“.
თესპიდს მიეწერება აგრეთვე ნიღაბის, ფერუმარილისა და სხვათა შემოღება. დიოგენე ლაერტელის ცნობით თესპიდი „თავად მღეროდა თავის ტრაგედიებს“.