ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოტე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Konstantine andronikashvili.jpg|thumb|150პქ|'''კონსტანტინე ანდრონიკაშვილი''']]
+
[[ფაილი:Konstantine andronikashvili.jpg|thumb|170პქ|'''კონსტანტინე ანდრონიკაშვილი''']]
'''ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე [კოტე] ემანუილის ძე, იგივე კ. კახელი''' (1876, 20/VII - 1937, (1938?) ) – პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა გარეკახეთში, სიღნაღის მაზრის სოფ. [[კაჭრეთი (სოფელი)|კაჭრეთში]], თავადიშვილის ოჯახში (ეს წოდება 1906 წელს ოფიციალურად აიკრძალა). 1897 წელს III გიმნაზია დაამთავრა და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მეორე კურსიდან – კიევის უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტზე, სადაც პროფ. ეგიაზაროვის რჩევა-ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტში სამეცნიერო მოღვაწეობისთვის დასარჩენად, სახელმწიფოებრივი უფლების შესწავლას შეუდგა; მაგრამ, სწორედ ამ დროს (1900), როცა სტუდენტების აკადემიურმა მოძრაობამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, პირველმაისობის წინა საღამოს, ერთ კრებაზე, ცნობილ ვ. ვოდოვოზოვთან, პრ. ტარლესთან, ან. ლუნაჩარსკისთან და სხვებთან ერთად შეიპყრეს (თუმცა ამ კრებას პირველმაისობასთან კავშირი არ ჰქონია) და როგორც პირველმაისობის მომწყობთაგანი, ჟანდარმთა უფროსის, გენ. ნოვიცკის ბრძანებით ციხეში ჩასვეს (კიევში, ლუგიანოვკაში). კოტე ანდრონიკაშვილს მუშათა მოძრაობაში მონაწილეობა დაუმტკიცეს, რადგან სტუდენტთა კავშირის მიერ იმ დროს გაფიცული მუშებისთვის დაბეჭდილი პროკლამაციების შეკვრა უპოვეს. 6 თვის ციხეში ჯდომის შემდეგ, გენ. ნოვიცკიმ კოტე ანდრონიკაშვილი [[საქართველო]]ში გადმოასახლა, ხოლო უნივერსიტეტის გამგეობამ ისე გამორიცხა, რომ უკან დაბრუნების უფლება არ მისცა. [[თბილისი]]დან კაჭრეთში გადაასახლეს, სადაც 1900-1903 წლების მანძილზე დარჩა. აქ ხელი [[მარქსიზმი]]ს შესწავლას მიჰყო. 1903 წელს თბილისში გადასვლის ნება მისცეს. ამ დროს [[ირაკლი წერეთელი (1881-1959)|ირაკლი წერეთლის]] რედაქტორობით „[[კვალი (გაზეთი)|კვალი]]“ გამოდიოდა. ანდრონიკაშვილი წერეთელს დაუახლოვდა, თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და გაზეთში. ირაკლი წერეთელთან ერთად მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ [[რუსეთ-იაპონიის ომი 1904-05|რუსეთ-იაპონიის ომი]]ს გამო, 4 თვის შემდეგ გაათავისუფლეს და ისევ კაჭრეთში გადაასახლეს.
+
'''ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოტე) ემანუილის ძე, იგივე კ. კახელი''' (1876, 20/VII - 1937, (1938?) ) – პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა გარეკახეთში, სიღნაღის მაზრის სოფ. [[კაჭრეთი (სოფელი)|კაჭრეთში]], თავადიშვილის ოჯახში (ეს წოდება 1906 წელს ოფიციალურად აიკრძალა). 1897 წელს III გიმნაზია დაამთავრა და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მეორე კურსიდან – კიევის უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტზე, სადაც პროფ. ეგიაზაროვის რჩევა-ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტში სამეცნიერო მოღვაწეობისთვის დასარჩენად, სახელმწიფოებრივი უფლების შესწავლას შეუდგა; მაგრამ, სწორედ ამ დროს (1900), როცა სტუდენტების აკადემიურმა მოძრაობამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, პირველმაისობის წინა საღამოს, ერთ კრებაზე, ცნობილ ვ. ვოდოვოზოვთან, პრ. ტარლესთან, ან. ლუნაჩარსკისთან და სხვებთან ერთად შეიპყრეს (თუმცა ამ კრებას პირველმაისობასთან კავშირი არ ჰქონია) და როგორც პირველმაისობის მომწყობთაგანი, ჟანდარმთა უფროსის, გენ. ნოვიცკის ბრძანებით ციხეში ჩასვეს (კიევში, ლუგიანოვკაში). კოტე ანდრონიკაშვილს მუშათა მოძრაობაში მონაწილეობა დაუმტკიცეს, რადგან სტუდენტთა კავშირის მიერ იმ დროს გაფიცული მუშებისთვის დაბეჭდილი პროკლამაციების შეკვრა უპოვეს. 6 თვის ციხეში ჯდომის შემდეგ, გენ. ნოვიცკიმ კოტე ანდრონიკაშვილი [[საქართველო]]ში გადმოასახლა, ხოლო უნივერსიტეტის გამგეობამ ისე გამორიცხა, რომ უკან დაბრუნების უფლება არ მისცა. [[თბილისი]]დან კაჭრეთში გადაასახლეს, სადაც 1900-1903 წლების მანძილზე დარჩა. აქ ხელი [[მარქსიზმი]]ს შესწავლას მიჰყო. 1903 წელს თბილისში გადასვლის ნება მისცეს. ამ დროს [[ირაკლი წერეთელი (1881-1959)|ირაკლი წერეთლის]] რედაქტორობით „[[კვალი (გაზეთი)|კვალი]]“ გამოდიოდა. ანდრონიკაშვილი წერეთელს დაუახლოვდა, თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და გაზეთში. ირაკლი წერეთელთან ერთად მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ [[რუსეთ-იაპონიის ომი 1904-05|რუსეთ-იაპონიის ომი]]ს გამო, 4 თვის შემდეგ გაათავისუფლეს და ისევ კაჭრეთში გადაასახლეს.
  
 
1905 წლის განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს კოტე ანდრონიკაშვილი თბილისში გადავიდა და პოლიტიკურ მოძრაობასა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში ჩაება. დროგამოშვებით აგრარული საკითხების შესახებ იმდროინდელ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „სხივში“, რომელიც [[ჟორდანია ნოე|ნ. ჟორდანიასა]] და [[მახარაძე ფილიპე|ფ. მახარაძის]] ხელმძღვანელობით გამოდიოდა, წერილებს აქვეყნებდა. 1906 წლის დასაწყისში თბილისის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა ალექსანდროპოლში (გუმრს, აწინდელ ლენინაკანს), ყარს-ერევან-ალექსანდროპოლის რკინიგზის მუშათა ორგანიზაციების მოსაწყობად გაგზავნა. ამ დავალების შესრულების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და [[რუსეთი]]ს პირველ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა (ამ სათათბიროს წევრად ანდრონიკაშვილის გაგზავნაც იყო განზრახული, მაგრამ სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურობამ მესაკუთრეობის უფლება დაუკარგა, რათა ამომრჩეველთა სიაში არ მოხვედრილიყო. თუმცა, წინათ საერო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც მესაკუთრე). ამ დროს, პროვოკატორის წყალობით [[ჟანდარმები|ჟანდარმებს]] ხელში [[ავლაბარი|ავლაბარში]] მდებარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის დიდი სტამბა ჩაუვარდათ, რომლის ჩხრეკის დროს გაზ. „სხივის“ მისამართით დაწერილი ხელნაწერები აღმოაჩინეს, რის გამოც რედაქციას ალყა შემოარტყეს, ვისაც მოასწრეს, მათ შორის კოტე ანდრონიკაშვილსაც, ხელი სტაცეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. კოტე ანდრონიკაშვილი ციხეში 1909 წლამდე იჯდა ორი პოლიტიკური (ალექსანდროპოლისა და [[ავლაბრის სტამბა|ავლაბრის სტამბის]]) საქმის გამო. მას სათავადო და სხვა უფლების აყრით ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს და 1910 წელს ხენისკის გუბ., ბელსკის ვოლ. სოფ. კუზნეცოვში გაგზავნეს. აქედან 6 თვის შემდეგ მოსკოვში გაიქცა და უნივერისტეტში სხვისი ბილეთით სიარული დაიწყო. ამავე 1910 წელს, საზღვარგარეთ, ჟენევაში გაემგზავრა, სადაც, ამ დროს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების გამო, სამი მიმდინარეობის ჯგუფი მოქმედებდა: 1) მენშევიკ-პრიმერენტები (შემრიგებელნი, გ. ვ. პლეხანოვის მეთაურობით, იგივე „პლეხანოველები“); 2) ლიკვიდატორები და 3) ლენინელები, [[ლენინი|ვ. ი. ლენინის]] მეთაურობით. ლიკვიდატორები რუსეთის პირველი რევოლუციის დამარცხების შემდეგ პარტიულ მუშაობაში ლეგალურ გზას დაადგნენ. კონსპირაციულ, არალეგალურ მუშაობას უარყოფდნენ – ამას პარტიისთვის დამღუპველად თვლიდნენ; ლენინელები ლეგალურ მუშაობას უარყოფდნენ, მარტო კარჩაკეტილი, კონსპირაციული მუშაობა სწამდათ. მენშევიკ-პრიმერენტები რუსეთის პირობათა მიხედვით საჭიროდ თვლიდნენ როგორც პირველს, ისე მეორეს; ლიკვიდატორებისა და ლენინელების შერიგებას ცდილობდნენ, მხარს უჭერდნენ ყოველ საერთო ყრილობას, კრებას, პარტიის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ცალკ-ცალკე კი არცერთ ამ მიმდინარეობას მხარს არ უჭერდნენ, არცერთის მიერ თავის ცალკე პარტიად გამოცხადებას არ იზიარებდნენ.
 
1905 წლის განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს კოტე ანდრონიკაშვილი თბილისში გადავიდა და პოლიტიკურ მოძრაობასა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში ჩაება. დროგამოშვებით აგრარული საკითხების შესახებ იმდროინდელ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „სხივში“, რომელიც [[ჟორდანია ნოე|ნ. ჟორდანიასა]] და [[მახარაძე ფილიპე|ფ. მახარაძის]] ხელმძღვანელობით გამოდიოდა, წერილებს აქვეყნებდა. 1906 წლის დასაწყისში თბილისის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა ალექსანდროპოლში (გუმრს, აწინდელ ლენინაკანს), ყარს-ერევან-ალექსანდროპოლის რკინიგზის მუშათა ორგანიზაციების მოსაწყობად გაგზავნა. ამ დავალების შესრულების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და [[რუსეთი]]ს პირველ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა (ამ სათათბიროს წევრად ანდრონიკაშვილის გაგზავნაც იყო განზრახული, მაგრამ სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურობამ მესაკუთრეობის უფლება დაუკარგა, რათა ამომრჩეველთა სიაში არ მოხვედრილიყო. თუმცა, წინათ საერო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც მესაკუთრე). ამ დროს, პროვოკატორის წყალობით [[ჟანდარმები|ჟანდარმებს]] ხელში [[ავლაბარი|ავლაბარში]] მდებარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის დიდი სტამბა ჩაუვარდათ, რომლის ჩხრეკის დროს გაზ. „სხივის“ მისამართით დაწერილი ხელნაწერები აღმოაჩინეს, რის გამოც რედაქციას ალყა შემოარტყეს, ვისაც მოასწრეს, მათ შორის კოტე ანდრონიკაშვილსაც, ხელი სტაცეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. კოტე ანდრონიკაშვილი ციხეში 1909 წლამდე იჯდა ორი პოლიტიკური (ალექსანდროპოლისა და [[ავლაბრის სტამბა|ავლაბრის სტამბის]]) საქმის გამო. მას სათავადო და სხვა უფლების აყრით ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს და 1910 წელს ხენისკის გუბ., ბელსკის ვოლ. სოფ. კუზნეცოვში გაგზავნეს. აქედან 6 თვის შემდეგ მოსკოვში გაიქცა და უნივერისტეტში სხვისი ბილეთით სიარული დაიწყო. ამავე 1910 წელს, საზღვარგარეთ, ჟენევაში გაემგზავრა, სადაც, ამ დროს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების გამო, სამი მიმდინარეობის ჯგუფი მოქმედებდა: 1) მენშევიკ-პრიმერენტები (შემრიგებელნი, გ. ვ. პლეხანოვის მეთაურობით, იგივე „პლეხანოველები“); 2) ლიკვიდატორები და 3) ლენინელები, [[ლენინი|ვ. ი. ლენინის]] მეთაურობით. ლიკვიდატორები რუსეთის პირველი რევოლუციის დამარცხების შემდეგ პარტიულ მუშაობაში ლეგალურ გზას დაადგნენ. კონსპირაციულ, არალეგალურ მუშაობას უარყოფდნენ – ამას პარტიისთვის დამღუპველად თვლიდნენ; ლენინელები ლეგალურ მუშაობას უარყოფდნენ, მარტო კარჩაკეტილი, კონსპირაციული მუშაობა სწამდათ. მენშევიკ-პრიმერენტები რუსეთის პირობათა მიხედვით საჭიროდ თვლიდნენ როგორც პირველს, ისე მეორეს; ლიკვიდატორებისა და ლენინელების შერიგებას ცდილობდნენ, მხარს უჭერდნენ ყოველ საერთო ყრილობას, კრებას, პარტიის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ცალკ-ცალკე კი არცერთ ამ მიმდინარეობას მხარს არ უჭერდნენ, არცერთის მიერ თავის ცალკე პარტიად გამოცხადებას არ იზიარებდნენ.

15:16, 29 ივნისი 2026-ის ვერსია

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოტე) ემანუილის ძე, იგივე კ. კახელი (1876, 20/VII - 1937, (1938?) ) – პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა გარეკახეთში, სიღნაღის მაზრის სოფ. კაჭრეთში, თავადიშვილის ოჯახში (ეს წოდება 1906 წელს ოფიციალურად აიკრძალა). 1897 წელს III გიმნაზია დაამთავრა და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მეორე კურსიდან – კიევის უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტზე, სადაც პროფ. ეგიაზაროვის რჩევა-ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტში სამეცნიერო მოღვაწეობისთვის დასარჩენად, სახელმწიფოებრივი უფლების შესწავლას შეუდგა; მაგრამ, სწორედ ამ დროს (1900), როცა სტუდენტების აკადემიურმა მოძრაობამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, პირველმაისობის წინა საღამოს, ერთ კრებაზე, ცნობილ ვ. ვოდოვოზოვთან, პრ. ტარლესთან, ან. ლუნაჩარსკისთან და სხვებთან ერთად შეიპყრეს (თუმცა ამ კრებას პირველმაისობასთან კავშირი არ ჰქონია) და როგორც პირველმაისობის მომწყობთაგანი, ჟანდარმთა უფროსის, გენ. ნოვიცკის ბრძანებით ციხეში ჩასვეს (კიევში, ლუგიანოვკაში). კოტე ანდრონიკაშვილს მუშათა მოძრაობაში მონაწილეობა დაუმტკიცეს, რადგან სტუდენტთა კავშირის მიერ იმ დროს გაფიცული მუშებისთვის დაბეჭდილი პროკლამაციების შეკვრა უპოვეს. 6 თვის ციხეში ჯდომის შემდეგ, გენ. ნოვიცკიმ კოტე ანდრონიკაშვილი საქართველოში გადმოასახლა, ხოლო უნივერსიტეტის გამგეობამ ისე გამორიცხა, რომ უკან დაბრუნების უფლება არ მისცა. თბილისიდან კაჭრეთში გადაასახლეს, სადაც 1900-1903 წლების მანძილზე დარჩა. აქ ხელი მარქსიზმის შესწავლას მიჰყო. 1903 წელს თბილისში გადასვლის ნება მისცეს. ამ დროს ირაკლი წერეთლის რედაქტორობით „კვალი“ გამოდიოდა. ანდრონიკაშვილი წერეთელს დაუახლოვდა, თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და გაზეთში. ირაკლი წერეთელთან ერთად მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ რუსეთ-იაპონიის ომის გამო, 4 თვის შემდეგ გაათავისუფლეს და ისევ კაჭრეთში გადაასახლეს.

1905 წლის განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს კოტე ანდრონიკაშვილი თბილისში გადავიდა და პოლიტიკურ მოძრაობასა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში ჩაება. დროგამოშვებით აგრარული საკითხების შესახებ იმდროინდელ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „სხივში“, რომელიც ნ. ჟორდანიასა და ფ. მახარაძის ხელმძღვანელობით გამოდიოდა, წერილებს აქვეყნებდა. 1906 წლის დასაწყისში თბილისის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა ალექსანდროპოლში (გუმრს, აწინდელ ლენინაკანს), ყარს-ერევან-ალექსანდროპოლის რკინიგზის მუშათა ორგანიზაციების მოსაწყობად გაგზავნა. ამ დავალების შესრულების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და რუსეთის პირველ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა (ამ სათათბიროს წევრად ანდრონიკაშვილის გაგზავნაც იყო განზრახული, მაგრამ სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურობამ მესაკუთრეობის უფლება დაუკარგა, რათა ამომრჩეველთა სიაში არ მოხვედრილიყო. თუმცა, წინათ საერო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც მესაკუთრე). ამ დროს, პროვოკატორის წყალობით ჟანდარმებს ხელში ავლაბარში მდებარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის დიდი სტამბა ჩაუვარდათ, რომლის ჩხრეკის დროს გაზ. „სხივის“ მისამართით დაწერილი ხელნაწერები აღმოაჩინეს, რის გამოც რედაქციას ალყა შემოარტყეს, ვისაც მოასწრეს, მათ შორის კოტე ანდრონიკაშვილსაც, ხელი სტაცეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. კოტე ანდრონიკაშვილი ციხეში 1909 წლამდე იჯდა ორი პოლიტიკური (ალექსანდროპოლისა და ავლაბრის სტამბის) საქმის გამო. მას სათავადო და სხვა უფლების აყრით ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს და 1910 წელს ხენისკის გუბ., ბელსკის ვოლ. სოფ. კუზნეცოვში გაგზავნეს. აქედან 6 თვის შემდეგ მოსკოვში გაიქცა და უნივერისტეტში სხვისი ბილეთით სიარული დაიწყო. ამავე 1910 წელს, საზღვარგარეთ, ჟენევაში გაემგზავრა, სადაც, ამ დროს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების გამო, სამი მიმდინარეობის ჯგუფი მოქმედებდა: 1) მენშევიკ-პრიმერენტები (შემრიგებელნი, გ. ვ. პლეხანოვის მეთაურობით, იგივე „პლეხანოველები“); 2) ლიკვიდატორები და 3) ლენინელები, ვ. ი. ლენინის მეთაურობით. ლიკვიდატორები რუსეთის პირველი რევოლუციის დამარცხების შემდეგ პარტიულ მუშაობაში ლეგალურ გზას დაადგნენ. კონსპირაციულ, არალეგალურ მუშაობას უარყოფდნენ – ამას პარტიისთვის დამღუპველად თვლიდნენ; ლენინელები ლეგალურ მუშაობას უარყოფდნენ, მარტო კარჩაკეტილი, კონსპირაციული მუშაობა სწამდათ. მენშევიკ-პრიმერენტები რუსეთის პირობათა მიხედვით საჭიროდ თვლიდნენ როგორც პირველს, ისე მეორეს; ლიკვიდატორებისა და ლენინელების შერიგებას ცდილობდნენ, მხარს უჭერდნენ ყოველ საერთო ყრილობას, კრებას, პარტიის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ცალკ-ცალკე კი არცერთ ამ მიმდინარეობას მხარს არ უჭერდნენ, არცერთის მიერ თავის ცალკე პარტიად გამოცხადებას არ იზიარებდნენ.

კოტე ანდრონიკაშვილის რწმენით, სოციალ-დემოკრატიული პარტია უნდა დასდგომოდა როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ გზას, ამიტომ ჟენევაში მენშევიკ-პრიმერენტებს მიემხრო, გაიცნო სოციალ-დემოკრატიის მამამთავარი გ. ვ. პლეხანოვი, რომლის შეუცვლელი მიმდევარიც გახდა.

1914 წელს მსოფლიო ომის დაწყებამ სოციალ-დემოკრატიული პარტია ორ ბანაკად გაჰყო: ერთს სათავეში გ. ვ. პლეხანოვი ედგა, მეორეს – ვ. ი. ლენინი. ანდრონიკაშვილი პლეხანოვის ბანაკში დარჩა. 1917 წლის რევოლუციამ ეს განხეთქილება უფრო გააღრმავა, გაჩდნენ ობორონცები (თავდამცველნი) და ინტერნაციონალისტები. რევოლუციის შემდეგ ორივე ჯგუფი რუსეთისაკენ გამოეშურა, მაგრამ სხვადასხვა გზა ირჩიეს – ობორონცებმა, პლეხანოვის თაოსნობით ინგლისისკენ, ჩრდილოეთით გასწიეს, ხოლო ინტერნაციონალისტებმა (ლენინელებმა და ნახევრად ლენინელებმა) – გერმანიაში. კ. ანდრონიკაშვილი ობორონცებს გაჰყვა. პეტროგრადში ჩასვლისთანავე, დროებითმა მთავრობამ კ. ანდრონიკაშვილი კავკასიაში პურზე მონოპოლიის გასატარებლად გააგზავნა. ეს კანონი აქ ვერ შესრულდა. ამ დროს ქ. თელავმა საგანგებო მოციქულების პირით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საოლქო კომიტეტის დასტურით, კ. ანდრონიკაშვილი თელავის მოურავად გაიწვია; იმავე დროს ჯერ ამიერკავკასიის სეიმის, შემდეგ – საქართველოს პარლამენტის წევრი, დამფუძნებელი კრებისა და სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგი იყო.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი სხვებთან ერთად წარუდგა საქართველოს რევკომს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის და მთავრობის შეთანხმებითი თანამშრომლობისათვის მოსალაპარაკებლად. ამავე 1921 წლის 10 აპრილს მონაწილეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყრილობაში, რომელმაც „ყოველგვარი ინტერვენციისა და შინაური ბრძოლის ხელისუფლების მიმართ“ წინააღმდეგ რეზოლუცია გამოიტანა. 1921-1922 წწ. ერთი წელი ციხეში იჯდა, 1922 წლის აგვისტოდან კ. ანდრონიკაშვილმა ხელისუფლების წინააღმდეგ ასაჯანყებლად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი შეადგინა, რადგან არ სჯეროდა, რომ 1921 წელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მუშებმა და გლეხებმა მოახდინეს აჯანყება და საბჭოთა წითელი ჯარს შემოუძღვნენ. როგორც მან განაცხადა, საერთო აჯანყება 1924 წლის აგვისტოს 28-29-ს, ღამის 2 საათისათვის უნდა დაწყებულიყო. ზოგან აჯანყება დაიწყო კიდეც, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ სწრაფი და გადამჭრელი ზომებით ამბოხება ჩააქრო, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები – კ. ანდრონიკაშვილი, მასთან ერთად იასონ ჯავახიშვილი, მიხ. ბოჭორიშვილი და გ. ჯინორია შიო-მღვიმის ტყეში შეიპყრეს, მიხ. იშხნელი – ტფილისში. უბრალო სისხლისღვრისა და უნაყოფო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ამბოხების მეთაურებმა ქართველი ხალხის მიმართ გამოუშვეს „განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა“: საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი დღიდან თავისი არსებობისა, ისახავდა რა მიზნად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, დარწმუნებული იყო, რომ ის შესძლებდა ამ მიზნით ქართველი ერის შეიარაღებული გამოსვლის მომზადებას და მოხდენას. ამისათვის დამოუკიდებლობის კომიტეტი მასში წარმოდგენილ პარტიათა საშუალებით რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა სათანადო მუშაობას და აიარაღებდა რაზმებს. მეორეს მხრივ, საზღვარგარეთული ბიუროს მეოხებით, ცდილობდა შეექმნა ევროპულ სახელმწიფოებში და განსაკუთრებით საფრანგეთ-ინგლისში სათანადო პირობები დახმარებისათვის. მაგრამ ჩვენი იმედი არ გამართლდა, რის გამოც ჩვენ დავმარცხდით. მასიური ორგანიზაციული გამოსვლა, რომელსაც ველოდით, არ მოხდა, ხალხის ფართო მასამ ჩვენ მხარი არ დაგვიჭირა, შეგვრჩა მხოლოდ ის აქტიური ძალები, რომელიც ერის ზედაფენებში იყო მოგროვილი და უმეტეს წილად ტყეებში გახიზნული. ჩვენი გამოსვლა ფაქტიურად გადაიქცა ჩვენდაუნებურ ავანტურად, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ხელისუფლების რეპრესიები, რის პასუხისმგებლობა სავსებით ჩვენ გვედება. აღიარებს რა თავის შეცდომას ამ გამოსვლის მოწყობით, დამოუკიდებლობის კომიტეტი აცხადებს, რომ დღეიდან შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება დამღუპველი და სავსებით უპერსპექტივო ქართველი ერისათვის. ამის გამო დამოუკიდებლობის კომიტეტი მიმართავს კომიტეტში შემავალ პარტიებს და ყველა იმ შეიარაღებულ რაზმებს, რომელნიც გაიფანტნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და, მათ შორის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმსაც, წინადადებით: „დაუყოვნებლივ ხელი აიღონ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლაზე, დაშალონ სავსებით ყველა შეიარაღებული ძალები, იარაღი ჩააბარონ მთავრობის ორგანოებს და მთავრობისადმი მორჩილებით შეეცადონ გამოსწორებას იმ უდიდესი უბედურებისა, რომელიც მოუტანა ქართველ ერს ჩვენმა გამოსვლამ. ამის შემდეგ დამოუკიდებლობის კომიტეტს, როგორც ცენტრში, ისე ადგილობრივად, დაშლილად ვაცხადებთ. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე კოტე ანდრონიკაშვილი, მდივანი ი. ჯავახიშვილი, წევრი მიხ. ბოჭორიშვილი. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი ჟ. ჯინორია, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი მ. იშხნელი. 5 სექტ., 1924 წ.“ ამ („კომუნისტი“, 1924, 8 სექტემბერი, № 203) სიტყვით „საქართველოს ბანდიტურ-მენშევიკური კონტრრევოლუცია მოკვდა და მძიმე ლოდად დააწვება მას ის დოკუმენტიც, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ დღეს“.

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი სხვებთან ერთად გაასამართლეს. მას 10 წელი მიესაჯა.

ჟურნალ-გაზეთებში წერდა ა. კახელის ფსევდონიმით. საზღვარგარეთიდან გზავნიდა წერილებს სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში პოლიტიკური ცხოვრებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი საკითხების შესახებ. პარიზში გ. ვ. პლეხანოვის რედაქტორობით გამოცემულ (ომის დაწყების შემდეგ) კვირეულ გაზ. „პრიზივში“ თანამშრომლობდა. იმავე პლეხანოვის რედაქტორობით გამოშვებულ კრებულ „ვოინაში“ მოათავსა წერილი „ომი და კავკასიის სოციალ-დემოკრატია“. ტფილისში „ერთობაში“ თანამშრომლობდა. ცხრაასიან წლებში პარტიულად ვახტანგისა და ანდროს სახელით იხსენიებდნენ. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში 1902 წელს შევიდა. მეუღლედ პოლიტიკური მოღვაწე ნინო გრიგოლ მაჩაბლის ასული შეირთო, რომელიც სოციალ-რევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის მოწყობის გამო 1907 წელს ტფილისში შეიპყრეს და 4 წლის კატორღა მიუსაჯეს. ნინო ჟენევაში გაიქცა, სადაც კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გაიცნო. კონსტანტინე ანდრონიკაშვილი სამშობლოში მხოლოდ რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. საბრალმდებლო ოქმი „დამოუკიდებლობის კომიტეტი“;
2. 1905 წელს 15 აპრილს... // დილა. – 1907. – 21 ივნისი. – № 3. – გვ. 1;
3. ავლაბრის საიდუმლო სტამბის საქმე // ჩვენი სიტყვა. – 1907. – 26 ივლისი. – № 7. – გვ. 1;
4. პოლიტიკური საქმე // წყარო. – 1907. – 30 ოქტომბერი. – № 2. – გვ. 4;
5. საქმე საიდუმლო სტამბის შესახებ // ისარი. – 1907. – 30 დეკემბერი. – № 287. – გვ. 2;
6. თეატრი და ცხოვრება. – 1920. – № 19;
7. კომუნისტი. – 1924. – 6 სექტემბერი. – № 203 (1058); 161
8. მუშა. – 1924. – 6 სექტემბერი – № 538;
9. პარიტეტული კონტრრევოლუციის გასამართლება // კომუნისტი. – 1925. – 7 ივლისი. – № 153. – გვ. 2; 26 ივლისი. – № 170. – გვ. 2-3.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები