გარღვევაში შეყვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გარღვევაში შეყვანა''' - II ეშელონებისა და რეზერვების ნაწილებ...)
 
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]]
 
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]]
 +
[[კატეგორია:სამხედრო ხელოვნება]]

16:02, 1 ნოემბერი 2017-ის ვერსია

გარღვევაში შეყვანა - II ეშელონებისა და რეზერვების ნაწილების (შენაერთების, გაერთიანებების) ორგანიზებული წინ წაწევა, გაშლა და ბრძოლაში (ბატალიაში) ჩაბმა მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევის დროს შეტევის განვითარების მიზნით.

ხორციელდება, ჩვეულებრივ, მთავარი დარტყმის მიმართულებაზე ან მისი დასრულებისას წარმატების გამოკვეთის შემთხვევაში, ხოლო ზოგჯერ - ჯარების მიერ თავდაცვის მთავარი ზოლის, ან ტაქტიკური ზონის I ეშელონის სრული გარღვევის შემდეგაც.

II მსოფლიო ომის დროს ფართოდ გამოიყენებოდა არმიისა და დაჯგუფების მოძრავი ჯგუფების გარღვევაში შეყვანა. გარღვევაში შესაყვან ჯარებს მოუნიშნავდნენ დაწინაურების მარშრუტებს ან ზოლებს, რეგულირების მიჯნებს, უსახავდნენ საბრძოლო ამოცანებს, განუსაზღვრავდნენ I ეშელონის შენაერთებთან, არმიების (კორპუსების) მეწინავე რაზმებთან, მხარდამჭერ ავიაციასთან და არტილერიასთან ურთიერთქმედების წესს.

XX საუკუნის 50-იანი წლების დამლევიდან ცნება „გარღვევაში შეყვანა” სამხედრო ხელოვნების თეორიაში არ გამოიყენება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები