ჰაერში ბატონობა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:საავიაციო ტერმინები]] | [[კატეგორია:საავიაციო ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამხედრო ავიაცია]] | ||
15:42, 22 იანვარი 2018-ის ვერსია
ჰაერში ბატონობა - ერთ-ერთი მეომარი მხარის ავიაციის გადამწყვეტი უპირატესობა საბრძოლო მოქმედებების თეატრის ან სტრატეგიული (ოპერატიული) მიმართულების (რაიონის) საჰაერო სივრცეში. ის საშუალებას აძლევს სახმელეთო ჯარებს, საზღვაო, საავიაციო ძალებს და ქვეყნის (ქვეყნების კოალიციის) ზურგს შეასრულონ თავისი მოვალობები მოწინააღმდეგის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის უკუქმედების გარეშე.
ჰაერში ბატონობა შეიძლება მოპოვებულ იქნეს ერთ ან ერთდროულად რამდენიმე საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ხანგრძლივად – სტრატეგიული ბატონობა, ხოლო ცალკეულ სტრატეგიულ, ან ოპერატიულ მიმართულებაზე ოპერაციის პერიოდში – ოპერატიული ბატონობა.
საავიაციო ქვედანაყოფების ნაწილების ან ცალკეული შენაერთების მიერ განსაზღვრულ რაიონში ინიციატივის ხელში ჩაგდებას უწოდებენ ჰაერში ტაქტიკურ ბატონობას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017