შეცდომაში შეყვანა (სამხედრო ტერმინი)
(ახალი გვერდი: '''შეცდომაში შეყვანა''' – სამხედრო ეშმაკობის გამოვლინების ფო...) |
15:45, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია
შეცდომაში შეყვანა – სამხედრო ეშმაკობის გამოვლინების ფორმა. მოწინააღმდეგის დეზორიენტირება საბრძოლო მოქმედებების მომზადების და წარმოების დროს, მისთვის სარდლობის გეგმებსა და განზრახვებზე, ჯარების (ძალების) მდგომარეობასა და მოქმედების ხასიათზე ცრუ წარმოდგენის შექმნა. ღონისძიებები, რომლებიც მოწინააღმდეგის მოსატყუებლად ხორციელდება, უნდა გამოიყურებოდეს უტყუარად, იყოს მრავალფეროვანი. მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა ხორციელდება დეზინფორმაციის, დემონსტრაციული მოქმედებების და იმიტაციის მეშვეობით. შეცდომაში შეყვანა ხდება მოწინააღმდეგისთვის საბრძოლო მოქმედებების წარმოების უცნობი ფორმების და მეთოდების, დაზიანების ახალი საშუალებების გამოყენებასთან შეხამებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017