საცეცხლე მომზადება
(ახალი გვერდი: '''საცეცხლე მომზადება''' – პირადი შემადგენლობის და [[ქვედანაყო...) |
23:10, 19 მარტი 2018-ის ვერსია
საცეცხლე მომზადება – პირადი შემადგენლობის და ქვედანაყოფების გაწვრთნა ბრძოლის დროს მიზნის დასაზიანებლად იარაღის გამოყენებაში.
ჯარების საბრძოლო მომზადების საგანი. საცეცხლე მომზადება მოიცავს იარაღის მატერიალური ნაწილის, მისი შენახვის და მოვლის, ბალისტიკის საფუძველების, სროლის და ხელყუმბარების ტყორცნის, მიზნების დაზვერვის და ამ მიზნებამდე არსებული მანძილის განსაზღვრის, ცეცხლის მართვის წესებისა და ხერხების სწავლებას. სამხედრო-საზღვაო ძალებში საცეცხლე მომზადება მოიცავს აგრეთვე საარტილერიო, სარაკეტო, სატორპედო და სხვა სროლის სწავლებას. ავიაციაში ამ საგანს ეწოდება საჰაერო-საცეცხლე მომზადება. საცეცხლე მხარდაჭერა, სახმელეთო ჯარების შენაერთების, ნაწილების და ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებების წარმატებისთვის მოწინააღმდეგის სახმელეთო ობიექტების განადგურება (დაზიანება) საველე და სახომალდო არტილერიის, ნაღმსატყორცნების ცეცხლით და საჰაერო საშუალებებით.
საცეცხლე მომზადება ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებასაც.
იხილე აგრეთვე