სახმელეთო-საჰაერო ეშელონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სახმელეთო-საჰაერო ეშელონი''' – [[გაერთიანება (სამხედრო)|გაერ...) |
მიმდინარე ცვლილება 00:19, 22 მარტი 2018 მდგომარეობით
სახმელეთო-საჰაერო ეშელონი – გაერთიანებების (შენაერთების) ოპერატიული დაწყობის (საბრძოლო წყობის) ელემენტი. პირველად ეს ტერმინი ლიტერატურაში გაჩნდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ზოგიერთი ქვეყნის არმიებში მობილური ძალების შექმნის და გამოყენების კონცეფციის შემუშავებისას.
სახმელეთო-საჰაერო ეშელონი განკუთვნილია არჩეულ მიმართულებებზე (რაიონებში) დარტყმების მისაყენებლად (ამოცანების შესასრულებლად) ხმელეთიდან და ჰაერიდან; ასევე – სწრაფი მანევრისათვის ახალ მიმართულებებზე (რაიონებში) საშტატო და მიკუთვნებული ავიაციით ძალების და საშუალებების ჰაერით გადასროლის გზით.