როკოკოს მხატვრობა და სკულპტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:მხატვრობა]] | [[კატეგორია:მხატვრობა]] | ||
[[კატეგორია:როკოკო]] | [[კატეგორია:როკოკო]] | ||
| + | [[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში]] | ||
10:35, 17 მაისი 2018-ის ვერსია
როკოკოს მხატვრობა და სკულპტურა – როკოკოს სალონებისა თუ სხვა ელეგანტური სივრცეების მდიდრული და სენსუალური ატმოსფეროს შექმნაში ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ნამუშევართა თემატიკა, უმეტესწილად, კლასიკური სასიყვარულო ისტორიებიდან იყო აღებული, ხოლო მხატვრობაცა და სკულპტურული ორნამენტიც სავსე იყო ტიპური ხალისიანი putti-ს (პუტი), ხშირფოთლოვანი მწვანე საფარისა და ფაფუკი გამოსახულებებით. ჟან ანტუან ვატოს, ფრანსუა ბუშესა და ჟან ონორე ფრაგონარის ფერწერული ტილოები, ისევე, როგორც კლოდიონის სახელით ცნობილი მოქანდაკის, კლოდ მიშელის მცირე პლასტიკა, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა სალონურ კულტურაში.