მოქნილი რეაგირების სტრატეგია
(ახალი გვერდი: '''მოქნილი რეაგირების სტრატეგია''' - აშშ-ის [[სამხედრო დოქ...) |
16:47, 4 ივნისი 2018-ის ვერსია
მოქნილი რეაგირების სტრატეგია - აშშ-ის სამხედრო დოქტრინის ერთ-ერთი ელემენტი. მიიღეს XX საუკუნის 60-იან წლებში "საყოველთაო შურისძიების" სტრატეგიის ნაცვლად. 1967 წელს გახდა ნატოს ოფიციალური სტრატეგია.
მისი ძირითადი დებულებებია: ბირთვული იარაღის გამოყენების ან მის გარეშე "შეზღუდული ომის" აღიარება, როგორც ყველაზე სავარაუდო ომის ტიპი; ამ ომისთვის ძალებისა და საშუალებების შემდგომი ყოველმხრივი განვითარება (სახმელეთო ძალების, სტრატეგიული სატრანსპორტო ავიაციის, სატრანსპორტო ფლოტის და სხვა); კონტინენტური საჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის განვითარება. გამოიყენებოდა ევროპაში განლაგებული აშშ-ის "მეწინავე ბაზირების" ძალების და საშუალებების გაზრდისათვის. XX საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში აშშ-ში ჩაანაცვლეს "რეალისტური შეკავების" სტრატეგიით.