აქემენიდების სახელმწიფო
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აქემენიდების სახელმწიფო“ გადაიტანა გვერდზე „[[აქემენიდების იმპ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აქემენიდების იმპერია“ გადაიტანა გვერდზე „[[აქემენიდების სახელმ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:16, 18 ივნისი 2018 მდგომარეობით
აქემენიდების სახელმწიფო - ძველი სპარსეთის სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ედგა აქემენიდების დინასტია (ძვ.წ. 558-330).
სახელმწიფოს დამაარსებელი იყო კიროს II დიდი (558-530), რომელმაც გააერთიანა ირანი, დაიპყრო მცირე აზია, ბაბილონეთი და ცენტრალური აზიის ნაწილი. მისმა შვილმა კამბისემ (530-522) დაიპყრო ეგვიპტე. შემდეგ სახელმწიფოს სათავეში აღმოჩნდა დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი დარიოს I (522-486), რომელმაც დაიმორჩილა ინდოეთისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის მოსაზღვრე რაიონები. ბერძენ-სპარსელთა ომებმა (500-449) შეარყიეს ძველი სპარსეთის ძლიერება. აქემენიდების სახელმწიფო გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა.
სპარსელთა სამხედრო ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო სახმელეთო ძალებისა და ფლოტის კომბინირებული მოქმედებები, ხომალდებიდან ძლიერი დესანტების გადმოსხმა, ცხენოსანთა დიდი მასების გამოყენება.
სპარსელები ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებდნენ სატყორცნ იარაღს (მშვილდისარი, ხელშუბი), ამიტომ შეკრული წყობით ეფექტური მოქმედებები უჭირდათ და მარცხდებოდნენ ბერძნულ ღრმა ფალანგასთან შეტაკების დროს.
