სითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სით-ი''' ''(აფხ. Сиҭ)'' – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, ნართების უ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:54, 27 ივლისი 2018 მდგომარეობით

სით-ი (აფხ. Сиҭ) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, ნართების უფროსი ძმა (ზოგი ვარიანტით იგი ნართების მამად მოიაზრება), ვახსითის მამა; ნართების გრძელ სკამზე, არიმზზე, იგი თავში ზის და „მამაცად“ იწოდება. ნართების ლაშქრობებში მკრთალად, მაგრამ მაინც ჩანს სითის როგორც წინამძღოლის სახე. მის ნათქვამზე ისვენებენ ძმები; მისი მითითებით იწყებს ნაშბათაყვა ნართების გმირულ წარსულზე თხრობას; სათანეი-გვაშას შემდეგ სითს, როგორც ძმებს შორის უფროსს, ეკუთვნის პირველი სიტყვა.

სითი ითვლება ნართების მთავარ მეღვინედ (სხვა ვარიანტით უფროსი მეღვინე ხნიშია). იგი მოძალადე ნარჯხეუს მოსაწამლად განკუთვნილი ღვინისგან კვდება.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები