გოთანუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გოთანუა''' ''(აფხ. Гәоҭануа ← მეგრ. გოთანუა – „გათენება“, „განთიად...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:18, 17 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით

გოთანუა (აფხ. Гәоҭануа ← მეგრ. გოთანუა – „გათენება“, „განთიადი“) — პერსონიფიცირებული სული, რომელსაც აბჟუის აფხაზები საშობაო „დილის ლოცვის“ („შარფნიჰვა“) დროს მუცლის გვრემისა და ტკივილისაგან დაცვას შესთხოვდნენ. სწირავდნენ წიწილებსა და კვერებს („ა-კვაკვარი“). ერთი გადმოცემის თანახმად, პატრონზე გაბრაზებულმა მოსამსახურემ გოთანუას კუთვნილი კვერის ცომის ნაწილი მწარე კვახის კოპეზე (აკუპეი) დადო და სხვენში დამალა. ამის გამო გაბრაზებულმა გოთანუამ მძინარე ოჯახის ყველა წევრი კოპეთი დაბეგვა. ოჯახმა გოთანუას გულის მოსაგებად მის სახელობაზე ლოცვა წელიწადში ორჯერ — შობაზე და მარიამობის დღესასწაულზე დაიწესა.

ს. ზვანბას მიხედვით „გოთანუას“ პარალელურად აბჟუის აფხაზებში გამოიყენებოდა ტერმინი „გოუთანუ“. აღნიშნული სიტყვა აფხაზურში კოლხური ენის მეგრული დიალექტიდან არის შესული.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები