ჰაღური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰაღურ-ი''' ''(ადიღ. Хьагъур)'' – ადიღური ფოლკლორის ლეგენდარული მონ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:01, 10 ნოემბერი 2018 მდგომარეობით

ჰაღურ-ი (ადიღ. Хьагъур) – ადიღური ფოლკლორის ლეგენდარული მონადირე. იგი ცალთვალა ტყის კაცს – მეზთლინიყოს („მეზილი“), გამოქვაბულში ხვდება და, ცდილობს რა მისგან თავის დაღწევას, დემონს თვალს თხრის, შემდეგ კი ეშმაკობას მიმართავს: იმალება ცხვრის (თხის) მუცელქვეშ, ასე გაძვრება დაბრმავებული მეზთლინიყოს ფეხებს შორის და გამოქვაბულიდან გამოდის.

რიგი მკვლევარი, სავსებით მართებულად, ჰაღურისა და ტყის კაცის ურთიერთობის ანალოგს ოდისევსისა და პოლიფენის შესახებ მითში ხედავს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Лопатинский Л. Приключения охотника Хагура // СМОМПК, XII. Тифлис,1891;
  • Гадагатль А. М. Память Нации. Идейно-тематическое и художественное своеобразие героического эпоса «Нартхэр» адыгских народов. Майкоп, 2002.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები