გეხტმანი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გეხტმანი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი გეხტმანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი გეხტმანი“ გადაიტანა გვერდზე „გეხტმანი გიორგი“ გადამის...)

00:17, 18 იანვარი 2019-ის ვერსია

გეხტმანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1870, ქ. ქუთაისი - 1956, ქ. თბილისი) - ეკონომ-გეოგრაფი.

1895 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. იყო ჟურ. „ნაკადულისა“ და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.

1918-1919 წლებში (1906 წლდან) იყო თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორი. 1920 წლის პირველი დეკემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა სამეურნეო ეკონომიის ლექტორდ.

1923-1956 წლეში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი (1923), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1940).

გ. გეხტმანის მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასთან. 1923-1930 წლებში იყო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და განხორციელდა ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. მისი მეცადინეობით, ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს I კორპუსი). იყო მოწინააღმდეგე ბიბლიოთეკის გახსნისა 1921 წლის 25 თებერვალს, შეეკამათა განათლების სახალხო კომისარს, რის გამოც გაათავისუფლეს. 1923-1956 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის გამგე. საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადის ერთ-ერთი ავტორი.

1925 გამოსცა ნაშრომები „მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია“ და „საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია“,

მანანა ლილუაშვილი


ლიტერატურა

რ. კვერენჩხილაძე, გიორგი გეხტმანი, თბ., 1969; ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.

წყარო=

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გიორგი გეხტმანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები