ღამბაშიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შალვა ღამბაშიძე''' '''ღამბაშიძე შალვა ქსენო...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ღამბაშიძე შალვა ქსენოფონტეს ძე''' (დ. - 1.VIII.1899, ზესტაფონი - გ. - 18.V.1955, [[თბილისი]]) - მსახიობი.
 
'''ღამბაშიძე შალვა ქსენოფონტეს ძე''' (დ. - 1.VIII.1899, ზესტაფონი - გ. - 18.V.1955, [[თბილისი]]) - მსახიობი.
  
 +
==ბიოგრაფია==
 
1917 ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თეატრალური განათლება მიიღო [[ჯაბადარის დრამატული სტუდია (1918-1920)|ჯაბადარის სტუდიაში]], თბილისში (1918-1920). 1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, 1921-1928 წლებში რუსთაველის თეატრის, 1928-1955 წლებში კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1937-1947 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.  
 
ხაზი 23: ხაზი 24:
 
* მაკარი („ქეთო და კოტე”, 1948) და სხვ.
 
* მაკარი („ქეთო და კოტე”, 1948) და სხვ.
 
==ჯილდოები==
 
==ჯილდოები==
 
დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
 
დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

14:34, 27 თებერვალი 2019-ის ვერსია

შალვა ღამბაშიძე

ღამბაშიძე შალვა ქსენოფონტეს ძე (დ. - 1.VIII.1899, ზესტაფონი - გ. - 18.V.1955, თბილისი) - მსახიობი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1917 ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის სტუდიაში, თბილისში (1918-1920). 1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, 1921-1928 წლებში რუსთაველის თეატრის, 1928-1955 წლებში კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1937-1947 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

სცენური სახეებიდან აღსანიშნავია:

  • ესტევანი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“),
  • კაკუტა,
  • მეწისქვილე (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“),
  • მოძღვარი (ა. ყაზბეგის „მოძღვრის“ მიხედვით),
  • დე სილვა (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“),
  • ოტელო (შექსპირის „ოტელო“),
  • ბოროდინი (აფინოგენოვის „შიში“),
  • არჩილი („ჩატეხილი ხიდი“ ი. ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით),
  • სოლომონი (ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღა-ნუაშვილი“, ინსცენირება) და სხვ.

ღამბაშიძემ არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა კინოში:

  • ბეკინა სამანიშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1927);
  • დავითი („დარიკო“, 1936);
  • ანდუყაფარი („გიორგი სააკაძე“, 1942);
  • გრამიტონი („ჭირვეული მეზობლები“, 1945);
  • თავადი ელიზბარი („დავით გურამიშვილი”, 1946);
  • მაკარი („ქეთო და კოტე”, 1948) და სხვ.

ჯილდოები

დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მერაბ გეგია

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • ე. ქარელიშვილი, გადამწვარი გული, თბ., 1961;
  • შ. ღამბაშიძე, კრ., თბ., 1973;
  • დ. ჯანელიძე, შალვა ღამბაშიძე, წგნ.: სახიობა, თბ., 1958.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები