ვარდკაჭაჭა
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ვარდკაჭაჭა''' – (Cichorium pumilum); ორი ან მრავალწლიანი ბალახი, რთულყვავილოვანთა | + | '''ვარდკაჭაჭა''' – (Cichorium pumilum); ორი ან მრავალწლიანი ბალახი, [[რთულყვავილოვანთა ოჯახი]]ს წარმომადგენელი. მისი ფესვი საკმაოდ ძლიერი და მთავარღერძიანი, რომელიც ღრმად არის ნიადაგში წასული. |
+ | |||
''ყვავილები'' – ენისმაგვარი, ორსქესიანი, ხშირ შემთხვევაში ლურჯი ფერის, იშვიათად ვარდისფერი ან თეთრი, რომელიც ზის მოკლე ყუნწზე, რომელიც გამოდის ფოთლის ზედა ნაწილიდან. | ''ყვავილები'' – ენისმაგვარი, ორსქესიანი, ხშირ შემთხვევაში ლურჯი ფერის, იშვიათად ვარდისფერი ან თეთრი, რომელიც ზის მოკლე ყუნწზე, რომელიც გამოდის ფოთლის ზედა ნაწილიდან. | ||
ხაზი 13: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]] | [[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები ]] | [[კატეგორია:რთულყვავილოვნები ]] |
15:54, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
ვარდკაჭაჭა – (Cichorium pumilum); ორი ან მრავალწლიანი ბალახი, რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი. მისი ფესვი საკმაოდ ძლიერი და მთავარღერძიანი, რომელიც ღრმად არის ნიადაგში წასული.
ყვავილები – ენისმაგვარი, ორსქესიანი, ხშირ შემთხვევაში ლურჯი ფერის, იშვიათად ვარდისფერი ან თეთრი, რომელიც ზის მოკლე ყუნწზე, რომელიც გამოდის ფოთლის ზედა ნაწილიდან.
ვარდკაჭაჭა – ბიბლიური მცენარე
გამოსვლათა (შემოტი) წიგნის ებრაული ვერსიის აღნიშნულ მუხლში „მწარე ბალახი“ მოცემულია ამ მცენარის სახელწოდების დაუსახელებლად. საგულისხმოა, რომ ბიბლიის უძველესი ქართული თარგმანის ჩვენამდე მოღწეული თითქმის ყველა ხელნაწერი ებრაული ტექსტისაგან განსხვავებით, „მწარე ბალახის“ შესატყვისად იძლევა კონკრეტულ სახელწოდებას – „ველის ყრდელი“. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ერთი ხელნაწერი, სადაც „მწარე ბალახის“ შესატყვისად ფიგურირებს მდოგვი. თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ სახარების შემწეობით „მდოგვი“ მყარად იყო გამჯდარი ქართულ ცნობიერებაში, საეჭვოა, რომ ბიბლიის მთარგმნელებს ეს სიტყვა ეხმარათ ხსენებული მწარე ბალახის აღსანიშნავად. ვფიქრობთ, რომ „ყრდელი“ ესადაგება იმ მწარე ბალახის აღმნიშვნელ სახელწოდებას ებრაელები პასექის დღესასწაულის დროს რომ იყენებენ. თანამედროვე ქართულში ამ სიტყვის მნიშვნელობა აღარავინ იცის. ქართული განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ეს სიტყვა იგივეა, რაც სალათა ასეა, თუ ისე, აშკარაა, რომ ქართულ თარგმანში, ებრაული ტერმინი არასწორადაა გადმოტანილი. უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელი ავტორის დავიდ დარომის ინგლისურ ენაზე გამოცემული „ბიბლიის ულამაზეს მცენარეებში“ „მწარე ბალახად“ შემთხვევით არ უნდა იხსენიებოდეს „ქონდარა ვარდკაჭაჭა“, რაც გვაფიქრებინებს, რომ ებრაული ტრადიცია ამ „მწარე ბალახად“ „ქონდარა ვარდკაჭაჭას“ (ებრაულად „ულაშ მაცუი“-ს) მიიჩნევს.
„იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ“. (გამოსვლათა 12, 8)