ერისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ერისი''' – ''(ბერძნ.)'' „განხეთქილება“. განხეთქილებისა და შუღლი...) |
23:33, 14 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ერისი – (ბერძნ.) „განხეთქილება“. განხეთქილებისა და შუღლის ქალღმერთი. არესის და და თანამგზავრი. ნიქსის ასული.
რომაულ მითოსში მისი სახელია დისკორდია. ერისთან დაკავშირებული საქვეყნოდ აღიარებული მითოსი ცნობილია სახელწოდებით: „განხეთქილების ვაშლი“. ამ ვერაგულმა ძღვენმა ტროას ომი გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა ტროას დამხობა.
საბერძნეთში ერისის კულტი არ არსებობდა.