ვერტეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერტეპი – უკრაინული ხალხური თოჯინების თეატრი. გავრცელებული იყო XVIII – XIX საუკუნეებში. ჩამოჰგავდა რუსულ „პეტრუშკას თეატრს“, პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.

ვერტეპი წარმოადგენდა დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლისა და ერთი მეტრი სიგანის, სახლისმაგვარ ხის ყუთს. ეს ყუთი („სკრინკა“) ორიარუსიანი იყო, იარუსების იატაკს ჰქონდა ნახვრეტები. თოჯინები მაგრდებოდა მავთულზე, რომელიც ბოლოვდებოდა პატარა ხის ნაწილით. ვერტეპის მსახიობი ამ ყუთის უკან იდგა და ისე ამოძრავებდა თოჯინებს ხვრეტილებში.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები