გაპიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 21 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაპიტი – თოჯინების სამართავი მოწყობილობა თოჯინების თეატრში. პირველად ხმარებაში შემოიღეს ინდონეზიის თეატრში. გაპიტი ჯოხის თოჯინის თავის ტრიალის საშუალებას იძლევა. იავას თოჯინების თეატრში გაპიტი გრძელი ჯოხია, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს თოჯინას კორპუსს. თანამედროვე თოჯინების თეატრებში გაპიტის კონსტრუქცია იმდენად სრულყოფილია, რომ თოჯინის თავის მრავალგვარი მოძრაობის საშუალებას იძლევა.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები