გარეტაქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:54, 12 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გარეტაქტი
- არასრული ტაქტი (ტაქტის სუსტი ნაწილი), რომლითაც ჩვეულებრივ იწყება მუსიკალური ნაწარმოები ან ცალკეული მესიკალური ფრაზა თუ მელოდია. გარეტაქტი ორგანულად ერწყმის მომდევნო ტაქტის ძლიერ ნაწილს.
- დირიჟორის გამაფრთხილებელი ჟესტი შესრულების დაწყების წინ მუსიკოსების ყურადღების მისაპყრობად; უტოლდება ტაქტის ერთ წილს. საგუნდო პრაქტიკაში ერთდროულად მიუთითებს, რომ მომღერლებმა უნდა აიღონ სუნთქვა შესრულების დაწყების წინ.
წყარო
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი