ერისთავი რაფიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფიელ ერისთავი

ერისთავი რაფიელ – (1824 – 1901), ეთნოლოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელ ქვემო ჭალაში. იგი იყო კახეთში ჩასახლებულ ერისთავთა შთამომავალი. ბავშვობა სოფელ ქისტაურში გაატარა. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში; თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1844 წ.) მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში – მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში – განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. რაფიელ ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში; იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აგრეთვე „ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. 70-80-იან წლებში მის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა მათემატიკური, ფიზიკური, ქიმიური და სხვა სამეცნიერო ტერმინოლოგია; გამოცემული აქვს „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართულილექსიკონი” (1873). მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი (1884).


აღდგომა

შუაღამე გადავიდა,
ატყდა, ატყდა ზარის რეკა,
დიდი ზარიც ბოხს ხმას აძლევს,
ზარბაზანმაც დაიჭექა!..
ადექ გიგო, ადე, ადე!
ხალხი მიდის საყრდისკენა,
ადე ჩქარა, ტანთ ჩავიცოთ,
დავგვიანდით მარტო ჩვენა...
ყველა ახლით მოკაზმულა,
ხელთ უჭირავთ კელაპტრები;
ადე, ბიჭო, ტანთ ჩაიცვი,
მაგ საბანში რაღას ძვრები?!
აგერ ზარებს მოუხშირეს,
ხალხი იყრის მეტანიას,
საყდრები სულ ლაპლაპებენ,
გარს უვლიან ლიტანიას!..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები