ტუფიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტუფიტი – ვულკანოგენურ-დანალექი ქანი, რომელიც შედგება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი (წიდა, ფერფლი, პემზა, ქანის ნატეხები) და მასთან შერეული დანალექი (10-50%) მასალისაგან. ნატეხები შეცემენტებულია კარბონატული ან თიხოვანი მასით. გამოიყენება საშენ მასალად.