კაფ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 8 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაფ-ი - (cost and freight - CAF), ღირებულება და ფრახტი - საერთაშორისო ვაჭრობაში საზღვაო გადაზიდვისას გაყიდვის საბაზისო პირობა, რომელიც ითვალისწინებს ექსპორტიორის ვალდებულებას, გადაიტანოს საქონელი კონტრაქტით გათვალისწინებულ ნავსადგურამდე, დაფრახტოს გემი და დაფაროს მასთან დაკავშირებული ხარჯები. იმპორტიორი ვალდებულია მიიღოს საქონელი შეთანხმებით გათვალისწინებულ პორტში და დაფაროს მის გადმოტვირთვასთან დაკავშირებული ხარჯები.