კენოტაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კენოტაფი – სიმბოლიური სამარე, სადაც მიცვალებული ფაქტიურად არ ყოფილა დამარხული.

1961 წელს სოფ. ლაფანყურში ეპიტაფიების შეგროვებისას ერთი ასეთი კენოტაფი აღმოჩნდა, ძმები რუსულაშვილები სამამულო ომში დაღუპულან, მწუხარე დედას შინმოუსვენებელთა სიმბოლიური სამარხი გაუმართავს სასოფლო სასაფლაოზე და მემორიალური წარწერები გაუკეთებია. „დედამ გვისახსოვრა ცრემლიანი თვალითო“!, – არის ნათქვამი. საფლავის ქვის წარწერაში ჩანს, კენოტაფები, იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება საქართველოში.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები