მნათობი (ჟურნალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:31, 18 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მნათობი — ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა 1869-72 წწ. თბილისში. რედაქტორი — ნ. ავალიშვილი, გამომცემელი — ი. ელიოზიშვილი. თანამშრომლობდნენ: ა. წერეთელი, რ. ერისთავი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ა. ფურცელაძე, ნ. ორბელიანი, გ. იოსელიანი, ვ. პეტრიაშვილი…დაიბეჭდა უ. შექსპირის, ჯ. ბაირონის, ჟ. მოლიერის, ჰ. ჰაინეს, პ. ბერანჟეს და სხვათა ნაწარმოებების თარგმანებიც. „მნათობში“ თვალსაჩინო ადგილი ეთმობოდა უტოპიური სოციალიზმის იდეების ქადაგებას, ხალხოსნურ ტენდენციებს. მასში დაბეჭდილ მხატვრულ ნაწარმოებებში ასახულია მშრომელთა ცხოვრება. საკმაოდ მძლავრადაა წარმოდგენილი პატრიოტული თემა. „მნათობი“ მისდევდა კრიტიკული რეალიზმის ტრადიციებს.
