მესხური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესხური, სამცხურ-ჯავახური, ქართული ენის დიალექტი. ისტორიულად მესხეთი, იგივე ზემო ქართლი, მოიცავდა სამცხეს, ჯავახეთს, თორს, კოლა-არტაანს, ერუშეთს, კლარჯეთს, სპერს - ამ კუთხეთა მოსახლეობის მეტყველება იყო ისტორიული მესხური; დღეს მესხური მოიცავს სამცხისა და ჯავახეთის (ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებას და იგი ისტორიული მესხურის მხოლოდ ნაწილია. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მესხური“ ტრადიციულად იხმარებოდა სამცხის მოსახლეობის მეტყველების აღსანიშნავად. ცალკე დიალექტად განიხილებოდა ჯავახური. თანამედროვე გამოკელევებში, ისტორიული ვითარებისა და ლინგვისტური მონაცემების გათვალისწინებით, სამცხური და ჯავახური ერთი დიალექტის – მესხურის კილოკავებად განიხილება.

ბგერითი შედგენილობის თავისებურებას ქმნის ჲ, ჶ, Uuuu.JPG, Oo xazit.JPG ბგერათა არსებობა. ჲ უმეტესად ჲ → ჲ პროცესის შედეგადაა მიღებული აღმავალ და დამავალ დიფთონგებში (იაკობაჲ, დედაჲ), დ – გვაქვს ზოგიერთ შემოსულ სიტყვაში (ეჶდენდი) ან 1 სუბიექტური პირის ვ-ნიშნის ფონეტ. ვარიანტად ყრუ თანხმოვანთა წინ: დაეკარგე – დაჶკარგე…: Oo xazit.JPG და Uuuu.JPG ხმოვნები იშვიათად დასტურდება შემოსულ სიტყვებში, გვაქვს ქართულ ფორმებშიც: ჩOo xazit.JPGნ, თქვენთUuuu.JPGნ (იშვიათად). უფრო ხშირად Uuuu.JPG მიღებულია უ → ვი პროცესის შედეგად და დამოწმებულია იმ ფორმებში, სადაც ფონემატური სტრუქტურის აკრძალვის გამო პროცესი საბოლოო -ეი საფეხურამდე ვერ მიდის: პალOo xazit.JPGები, ძულOo xazit.JPGები, კალOo xazit.JPGები… U ori wertilit.JPG გვაქვს: თანხმოვანთგამყარად – კUuuu.JPGნიჟკა, ბUuuu.JPGრმა…, ან შემოსულ სიტყვებში –ყUuuu.JPGრათლი, ყUuuu.JPGსმათი…

ხმოვანთა ფონეტიკურ პროცესებს წარმართავს ქართული ენის ფონემატური სტრუქტურის თავისებურებით შეპირობებული, ენის ყველა ქვესისტემისათვის საერთო კანონზომიერება – ხმოვანთკომპლექსის მოშლისაკენ სწრაფვა. მესხურში ამ კომპლექსთა ცვლილება არ მიდის საბოლოო საფეხურამდე – ერთ ხმოვნამდე. მესხურის თავისებურებას შეადგენს ლაბიალური ხმოვნის შემცველი კომპლექსის ცვლილების გზა:
ა) სიტყვის თავში: ოა / უა (მუაწია); ოე / უე (მუელი);
ბ) სიტყვის ბოლოში: ოა / უა / U ori wertilit.JPGა /ვია (გაათხვია), ოე / უე / Uu xaziani.JPGე / ვიე (ვაძვიე), უა / U ori wertilit.JPGა / ვია (მოატყვია).

ასიმილაციას განიცდიან:
ა) ერთნაირი ღიაობისა და სხვადასხვა სერიის ხმოენები: ოე / ეე (მეეტანა),იუ / უუ (მუუტანა)…,
ბ) მომიჯნავე ღიაობისა და ერთი სერიის ხმოვნები: აე / ეე (წეეღო), ოუ / უუ (მუუწვია).
პირეელ შემთხვევაში დამსგავსება ხდება სერიის მიხედვით, მეორეში – ღიაობის მიხედვით. მორფემათა მიჯნაზე მესხურისთვის დასაშვებია შემდეგი ხმოვანთკომპლექსები; აუ, აო, აი, ოი, ეო, ეუ, იი, იე, ია. ასიმილაციით მიღებული ეე კომპლექსი კიდევ იცვლება დისიმილაციის გზით და გვაძლევს იე-ს (მოეტანა / მეეტანა/ მიეტანა).

თანხმოვანთა ფონეტიკური კომპლექსებიდან აღსანიშნავია ბაგისმიერთა ნ-თი შენაცელება თანხმოვნისწინა ან ბოლოკიდურ პოზიციაში: მ -→ ნ, ე -→ ნ, ბ -→ მ -→ ნ, ფ -→ მ, ნ, პროცესის მოქმედების არე ფართოა და მოიცავს ბრუნების, უღლების, წარმოქმნის სისტემებს: დედანთილი, სავსე -→ სანსე, ამდგარი -→ ანდგარი, დედამ -→ დედან, აკეთამს -→ აკეთანს…

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები