ანიმაციური კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:03, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანიმაციური კარტოგრაფირება – (animated mapping), კომპიუტერული კარტოგრაფირება, ანიმაციური რუკების შექმნის პროცესი. ანიმაციური კარტოგრაფირებისას რუკები სიტუაციის ცვლილებას ასახავენ მულტფილმების მსგავსად, კადრები – რუკებია, მაგ: თოვლის საფარის გავრცელება, ატმოსფერული ფრონტის მოძრაობა, ტყის ხანძრების გავრცელება, ზვავის ჩამოწოლა და სხვ. თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით შესაძლებელია ანიმაციის სხვადასხვა ვარიანტის შექმნა და დინამიურად ცვალებადი პროცესების თვალსაჩინოდ გამოსახვა.