ოფოფისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 5 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოფოფისებრნი (ლათ. Upupidae) − ფრინველთა ოჯახი ოფოფისნაირთა რიგიდან.

ოჯახის დამახასიათებელი ნიშნები ძირითადად ემთხვევა რიგის, განსაკუთრებით კი ქვერიგის ნიშნებს. ამ ოჯახის ფრინველებს თავზე აქვთ ჭრელი, სავარცხლისებური ქოჩორი, რომელიც საჭიროების დროს იკეცება თხემსა და კისერზე. ნისკარტი წვრილი და გრძელია; ნესტოები ღია და მომრგვალო ფორმის. შეფერილობა ჭრელია, ძირითადად შავ-თეთრი, რომელშიც ურევია მოქარცისფრო და არასოდეს არ აქვთ მეტალური ელვარება. ბუდობენ ფუღუროებში ან სოროებში. საკვებს პოულობენ რბილ გრუნტში. ამ ოჯახში ერთი გვარია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები