შტოკჰაუზენი კარლჰაინც

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 20 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლჰაინც შტოკჰაუზენი

კარლჰაინც შტოკჰაუზენი – (22. აგვისტო 1928, კიოლნი – 5 დეკემბერი 2007, იქვე), გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, ო. მესიანისა და ფ. მარტენის მოწაფე. 1963-იდან ხელმძღვანელობდა დასავლეთ გერმანიის რადიოს ელექტრონული მუსიკის სტუდიას. 1971-77 იყო კიოლნის უმაღლესი სკოლის პროფესორი. შტოკჰაუზენი მუსიკალური ავანგარდიზმის ერთ-ერთი ლიდერია. იგი გამოდიოდა როგორც საკუთარი ნაწარმოებების დირიჟორი, პიანისტი და ხმის რეჟისორი (1958-იდან). თავის ნაწარმოებებში წინ სწევდა მუსიკალურ-აკუსტიკურ ამოცანებს, ატარებდა ექსპერიმენტებს ბგერის მოძრავ წყაროებზე, წამყვან მნიშვნელობას ანიჭებდა მუსიკალური ელემენტების ალეატორიკულ განლაგებას. 1960-იანი წლებიდან შტოკჰაუზენის მუსიკამ აღმოსავლური რელიგიების გავლენით ჭვრეტით-მედიტაციური ხასიათი შეიძინა.

შტოკჰაუზენი – თეორეტიკოსი ინტერესს იჩენს მუსიკალური დროისა და აღქმის ფსიქოლოგიის საკითხებისადმი. მისი ნაწარმოებებია: „გადაჯვარედინებული დაკვრა“ ანსამბლისათვის (1951), „ჭაბუკთა გალობა“ 5 მაგნიტოფონისათვის (1956), „ჯგუფები“ 3 ორკესტრისათვის (1957), საოპერო-საბალეტო ციკლი „სინათლე“ (გრძელდება ერთი კვირა. 1981, ლა სკალა).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები