ჯავახიშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:23, 20 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ ჯავახიშვილი — (ფსევდონიმი თამარ ივერი), (8 სექტემბერი 1971, თბილისი], ქართველი მომღერალი (ლირიკული სოპრანო), „ვერდის ხმებისა“ (ბუსეტო, 1998, II პრემია) და მოცარტის სახელობის (ზალცბურგი, „გრან პრი“, I პრემია) საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. ჰელპმანის პრესტიჟული პრემია (ავსტრალია); მემედ აბაშიძის სახელობის პრემია; „შტაატსოპერა“ ებერჰარდ ვეხტერის ჯილდო (ვენა).

1996 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (გ. ბეჟუაშვილის კლასი). 1995-2000 იყო ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი. დებიუტი –მარიხის პარტია (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“). განსაკუთრებით მოწონება დაიმსახურა 1998 თამარ ჯავახიშვილის მიერ შესრულებულმა დეზდემონამ (ვერდის „ოტელო“); 2000 იყო ბონის (გერმანია), 2001-იდან გრაცის (ავსტრია) საოპერო თეატრების სოლისტი. 2001-იდან კონტრაქტით მუშაობს აგრეთვე ვენეციის თეატრ „ლა ფენიჩეში“. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ელისაბედი, დეზდემონა (ვერდის „დონ კარლოსი“, „ოტელო“) ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), მიმი (პუჩინის „ბოჰემა“), ნედა (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), დონა ანა (მოცარტის „დონ ჯოვანი“) და სხვ.

ვენის საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა მრავალი პარტია, თანამშრომლობს დირიჟორებთან : ლორინ მააზელი, რიკარდო მუტი, ჯეიმს ლივაინი, ანტონიო პაპანო, დანიელ ორენი, ფაბიო ლუისი და სხვ. 2014 საქართველოში დააარსა ფონდი „უსახსრო საზოგადოება“ რომელმაც პირველი საქველმოქმედო კონცერტი გამართა თბილისში (11.12.2014). 2016 თბილისის განახლებულ საოპერო თეატრში პრეამიერაზე შეასრულა ეთერის პარტია(ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“).

გულბათ თორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები