ჯაფარიძე ქეთევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:08, 20 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქეთევან ჯაფარიძე – (11 (24) თებერვალი 1901, სოფ. ქვიშხეთი ახლანდ. ხაშურის რ-ნი – 20 სექტემბერი 1968, თბილისი], საქართველოს სახალხო არტისტი (1956), ესტრადის მომღერალი. 1919-21 სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში. მომღერლის დებიუტი შედგა 1935 თბილისში. 1937-იდან ლენინგრადის სახელმწიფო ესტრადის მსახიობი იყო. 1942-50 მოსკოვის საკონცერტო გაერთიანების, 1950-57 საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. ერთ-ერთი პოპულარული საესტრადო მომღერალი იყო. ასრულებდა ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს. ქართველ კომპოზიტორთა ლირიკულ სიმღერებს. ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატია (I პრემია, 1939, ლენინგრადი).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები